Мой сайт ხუთშაბათი
2024-03-28
12:54 PM
მოგესალმები Guest | RSS მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ახალი ამბები [5]
გამოგონება [3]
გასართობი [4]
დღის ფოტო [7]
ვიდეოები [8]
კრიატივი [1]
ლაშქრობები [0]
რეკლამები [2]
რეკორდები [1]
საქართველო [8]
საკითხავი [27]
სამხედრო [7]
სასარგებლო [32]
სურათები [27]
უკატეგორიო [9]
ნაცნობი [8]
გაკვეთილები - LESSONS [10]
ფილმები ონლაინში [0]

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რას ფიქრობთ საიტზე?
სულ პასუხი: 89

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2010 » მარტი » 22 » ილიას მკვლელობა
7:06 PM
ილიას მკვლელობა
ვინ მოკლა ილია, საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაა… გირჩევთ ყველას ყურადღებით წაიკითხოთ :)

ეხლა კი ილიას მკვლელობის სენსაციური ფაქტები : 1907 წლის 30 აგვისტოს ილია თავის მეუღლე ილღასთან ერთად ეტლით მიემგზავრებოდა თბილისიდან საგურამოში, … ეტლი გადახდილი იყო… წიწამურთან მას დახვდე გიგლა ბერბიჭაშვილის ბანდა(გიორგი ხიზანიშვილი, პავლე აფციაური, ივანე ინაშვილი, "ვინმე იმერელი”), რომელთაც იარაღის მიშვერით შეაჩერეს ეტლი. ილია წამოდგა ფეხზე და ბანდას მიმართა "ილია ვარ არ მესროლოთ” გიგლას პასუხი იყო "ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოთ” და უცბად გაისმა რამდენიმე იარაღის გასროლის ხმა … ილია მოკვდა… მას ტყვია ნასროლი ჰქონდა გულმკერდის არეში "აღენიშნება ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობა, რომლის ერთი ხვრელი მოთავსებულია მარჯვენა ძუძუს დვრილიდან ოდნავ შიგნით, ხოლო მეორე – მარცხენა იღლიის უკანა კიდეზე; პირველი ოვალური ფორმისაა, მისი უდუდესი ზომა კანზე სამი სანტიმეტრია, მეორის ზომა იღლიის კანზე შედარებით მცირეა, გამავალია ნეკა თითისავის… ჭრილობის არხი მიმართულია წინიდან უკან და მარჯვნიდან მარცხნივ. გასროლა ალბათ წინიდან მოხდა. "- 1907 წლის 31 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის გვამის გაკვეთის აქტიდან. ექიმი იაშვილის დასკვნა…
"დავიწყოთ იმით, რომ ილია ჭავჭავაძის სხეულის ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ ილიას მარცხენა ნეკნის არეში (იღლიის ქვეშ) აქვს მცირე დიამეტრის ხვრელი, მკერდის არეში (მარჯვენა ძუძუს დვრილიდან) – დიდი ხვრელი. ტყვია სხეულში შესვლისას ტოვებს წვრილ ხვრელს, სხეულიდან გამოსვლისას კი – გაცილებით დიდს. ამდენად,ექიმ იაშვილს უზუსტობა მოუვიდა. ილიასათვის წინიდან რომ ესროლათ, მაშინ მცირე ზომის ხვრელი მკერდის არეში ექნებოდა, დიდი ზომისა კი – იღლიის ქვეშ. გვამის გაკვეთის აქტში ყველაფერი პირიქითაა, ე.ი. ილიას ზურგიდან ესროლეს… ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს? აშკარაა, რომ გასროლა ბერბიჭაშვილის ბანდის მხრიდან არ შეიძლებოდა მომხდარიყო, რომელმაც ეტლი გააჩერეს და გასროლის მომენტში ეტლის წინ იდგნენ… გასროლა მოხდა მეორე ჩასაფრებიდან, რომლის შესახებაც გიგლა ბერბიჭაშვილის ბანდამ არც კი იცოდა… იმ ხანად ტერორისტულ პრაქტიკაში ასეთი წესები მოქმედებდა : ყველა ტერორისტს ჰქონდა თავისი "ხელწერა”, ე.ი. ტერორისტი მსხვერპლს კლავდა მისთვის დამახასიათებელი გასროლით, ასეთი გასროლის ნიმუშები იყო: ერთი ტყვია კეფაში, ოთხი ტყვია ზურგში, ორი ტყვია მკერდის არეში, სამი ტყვია მუცლის არეში და ა.შ… იმ ხანად (1905-1907წწ) მხოლოდ ორი ტერორისტი სარგებლობდა "ხელწერით”, როგორითაც ილია მოკლეს. ერთი მათგანი 1907 წლის აგვისტოსთვის ციმბირის გადასახლებაში იმყოფებოდა და საქართველოში გვიან დაბრუნდა. მეორე 1907 წლის იანვრიდან აგვისტომდე, რუსეთის იმპერიის შიმაგან საქნეთა სამინისტრის პოლიციის დეპარტამენტისადმი დაქვემდებარებული თბილისის, ქუთაისის და ბაქოს გუბერნიების ჟანდარმერიის სამმართველოების აგენტურული სამსახურის მასალების მიხედვით, არალეგალურად ცხოვრობდა თბილისში, ბათუმში, ბაქოში და ბათუმი-თბილისი-ბაქოს მარშრუტით გადაადგილებისას ხშირად იკარგებოდა ჟანდარმერიის თვალთახედვის არედან. ეს ტერორისტი შედიოდა იმ 50-55 ტერორისტის რიცხვში, რომელთაც, პოლიციის დეპარტამენტის ანალიტიკოსთა დასკვნით, შეეძლო ნებისმიერი სირთულის ტერორისთული აქტის განხორციელება…” ვახტანგ გურული. ილიადან ილიამდე . თბილისი 2006.

ამრიგად ილიას მკვლელობა უფრო მაშტაბურად იყო გათვლილი რუსეთის სამეფოში და მისი მკვლელობა არ იყო კონკრეტული პარტიის ინერესებში ისე აქტუალური, როგორც სხვა ვინმესთვის და ეს სხვა "ვინმე არავინ” იყო თუ არა რუსეთის სათათბირო , რომელსაც ილიამ 1906 წელს ხმამაღლა აცნობა რომ საქართველოში პოლიტიკური აზროვნება ცოცხალია და ვითარდება , მან სათათბიროზე მოითხოვა საქართველოს ავტონომია … რაც როგორც დრომ გვანახა არ გამოპარვია რუსეთის სათათბიროს …

წყარო: http://despani.com

კატეგორია: საქართველო | ნანახია: 803 | დაამატა: OnlyMe | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
0  
2 OnlyMe   (2010-03-24 10:54 AM) [Entry]
xo....

0  
1 {gio}   (2010-03-23 10:39 PM) [Entry]
daa mdzime suratia

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


Copyright MyCorp © 2024 Make a free website with uCoz