Мой сайт პარასკევი
2024-04-19
2:50 PM
მოგესალმები Guest | RSS მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ახალი ამბები [5]
გამოგონება [3]
გასართობი [4]
დღის ფოტო [7]
ვიდეოები [8]
კრიატივი [1]
ლაშქრობები [0]
რეკლამები [2]
რეკორდები [1]
საქართველო [8]
საკითხავი [27]
სამხედრო [7]
სასარგებლო [32]
სურათები [27]
უკატეგორიო [9]
ნაცნობი [8]
გაკვეთილები - LESSONS [10]
ფილმები ონლაინში [0]

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რას ფიქრობთ საიტზე?
სულ პასუხი: 89

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2010 » მარტი » 26 » კენია
8:21 PM
კენია
უმჯობესია საკუთარი თვალით ნახო ყველაფერი ისე, როგორც მხოლოდ National Geografic-ის კასეტებზეა ხელმისაწვდომი…

არსად დედამიწის ზურგზე არ არის ისეთი ადგილი, როგორიცაა აღმოსავლეთ აფრიკა, რადგან ამდენ საკვირველ ინფორმაციას მსოფლიოსა და საკუთარი თავის შესახებ, მხოლოდ აქ შეიტყობთ…

მხარეში, სადაც ერთ-ერთი მეცნიერული კონცეფციით, პლანეტაზე ადამიანთა ცივილიზაციის ტრიუმფალური სვლა დაიწყო. თქვენი აფრიკა დაიწყება ურჩი, არათანამედროვე და ამით გამოწვეული მონატრებით კილიმანჯაროს თეთრი თოვლისადმი. 

რატომ არის, რომ ადამიანს, რომელიც აფრიკაში ერთხელ მაინც იმყოფებოდა, სულ უფრო მეტად უნდა ამ ტერიტორიაზე ჩასვლა, ვიდრე პირველად ჩასვლამდე სურდა. როგორ შეიძლება მზის ჩასვლის დროს სავანის ცივი და მშრალი ჰაერის დავიწყება, როცა ბალახს საოცარი, განსხვავებული სურნელი აქვს. იქ ყოველთვის ვიღაც ცოცხლობს და ვიღაც კვდება, ყველაფერი ასეთი მარტივი და წარმოუდგენელია, უბრალოდ, ამ ყველაფრის დანახვაა საჭირო.

კენია…ამ ქვეყნის დიდება სათავეს ცნობილი მწერლის ჰემინგუეის ნაწარმოებთან შეხებისთანავე იწყება. ფერდობებიანი სავანა, საფარი, უჩვეულო ადგილობრივი სამზარეულო, ასევე სტუმარ-მასპინძლობის უძველესი ტრადიცია…ამ ყველაფერმა კენიაში დასვენება დაუვიწყარი და ჯადოსნური გახადა… კენიაში დასვენება წარმოუდგენელია მხიარული სანაპირო ზოლის გარეშე. კენიის სანაპიროები 500 კმ-ზე გადაჭიმული ოქროსქვიშიანი საუცხოო პლაჟებია. კენიის სანაპირო და ინდოეთის ოკეანე დიდი ხანია ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იზიდავს. ასეთ დასვენებას განსაკუთრებულად წყალქვეშა ცურვის მოყვარულები შეაფასებენ. კენია არის აფრიკის მინიატურული კონტინენტი. სტუმრები იქ ყველას ახარებს და ნებისმიერ ტურისტს შეუძლია თავისი გემოვნებისამებრ გაატაროს დაუვიწყარი დღეები კენიის ცის ქვეშ.

სასარგებლო ინფორმაცია:

კენია დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ის სამხრეთ აფრიკაში, ეკვადორის ხაზზე მდებარეობს. ქვეყანა დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონიაა. ქვეყნის ერთი ნაწილი ჩრდილოეთ, ხოლო მეორე სამხრეთ ნახევარსფეროშია მოქცეული.

დედაქალაქი: ნაირობი აღმოსავლეთ და ცენტრალური აფრიკის ფინანსური და ეკონომიკური ცენტრია, სადაც ორი მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ქალაქი 1899 წელს, სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დროს დაარსდა და დედაქალაქად 1905 წელს იქცა. ქალაქის საქმიანი ცენტრი ფართო, სამხაზიანი ქუჩებისგან შედგება, სადაც მაღალი ოფისები, სასტუმროები და აპარტამენტებია. ნაირობში რამდენიმე პარკია ეგზოტიკური ყვავილებით, ბუჩქნარითა და ხეებით. ქალაქში შექმნილია ქვეწარმავლების საშენი, ასევე აფრიკის სარკინიგზო მაგისტრალის მუზეუმი. ნაირობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრიდან 20 კმ-ში მდებარეობს კარენ ბლიკსენის მუზეუმი. მწერლის სახლი წარსულის ატმოსფეროს შეგიქმნით და თქვენ შეძლებთ საკუთარი თვალით დაინახოთ კენიის ისტორიის ნაწილი. ვიზიტი ამ მუზეუმში შეგიძლიათ შეუთავსოთ ჟირაფების ფერმის მონახულებას. ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს სირაქლემების ფერმა და პარკი, ასევე ქალაქის ნაციონალური პარკი.

ნაირობში 6 კაზინო, 2 თეატრი და რამდენიმე კინოთეატრია. აფრიკაში ერთ-ერთი ცნობილი რესტორანი-კარნივორი ხორციანი კერძების ფართო არჩევანს სთავაზობს, რომელიც მომზადებულია ეგზოტიკური ცხოველების (ნიანგი, ჟირაფი, ზებრა, სირაქლემა) ხორცისგან. კენიის დედაქალაქში ძალიან მომგებიანია ძვირფასი ქვების, განსაკუთრებით კი მალაქიტის, ცისფერი აქატისა და ასეთივე ბრილიანტის შეძენა.

ტურისტული თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა ნაციონალური მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია ექსპონატები დაკავშირებული უძველეს ადამიანთან, სხვადასხვა ტომის რელიგიასთან და კენიის მდიდარ ფლორასა და ფაუნასთან.

ოფიციალური ენები-ინგლისური და სუახილი

დრო-თბილისთან შესაბამისი

კლიმატი-ქვეყნის ცენტრალურ რაიონებში (ოკეანის დონიდან 1200-1400 მ)-მშრალი სუბტროპიკული. იქ წვიმა იშვიათობას წარმოადგენს. კლიმატი კენიის ცენტრალურ (მაღალმთიან) ნაწილში უფრო მშრალი და გრილია, ინდოეთის ოკეანის სანაპიროებზე უფრო ცხელი და ნოტიო. ხანგრძლივი წვიმების პერიოდი მარტიდან-მაისის შუა რიცხვებამდე გრძელდება, ხანმოკლე წვიმების პერიოდი ნოემბრის პირველ ნახევარზე მოდის. 

სამედიცინო რეკომენდაცია-საერთო ჯამში, კენიაში ჩასვლა და ცხოვრება უსაფრთხოა. ყოველწლიურად ათასობით ევროპელი ტურისტი ჩადის აფრიკაში, მათ შორის ბავშვებიც. ამ დროისათვის კენიაში ჩასასვლელად რაიმე აცრის გაკეთება არავის მოეთხოვება. რეკომენდაციებს შორის შეტანილია აცრა ყვითელ ციებ-ცხელებაზე. ისევე, როგორც ბევრ აფრიკულ და აზიურ ქვეყანაში, საჭიროა პრევენციული ზომების მიღება მალარიის წინააღმდეგ. აცრა ამ დაავადებისათვის არ არსებობს, ამიტომაც ტურისტებმა სპეციალური ანტიმალარიული აბები უნდა მიიღონ. აუცილებელია დაცვა მწერების ნაკბენისაგან. მაგალითად, სავანაში ჩასვლის დროს აუცილებელია სხეულის ღია ნაწილების დაფარვა, შარვლის ჩაცმა, გრძელსახელოებიანი ზედატანი, სპეციალური მალამოებით სარგებლობა, მარლის ფარდა ლოგინზე და ა.შ.

სასტუმრო მეურნეობა-კენიაში ოფიციალური, ვარსკვლავიანი სასტუმრო არ არსებობს. სასტუმროს დონეს თავად მისი მეპატრონე განსაზღვრავს. ამიტომაც ერთი და იმავე კატეგორიის სასტუმროებში მომსახურება ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა. ვარსკვლავები, რომლებიც პრაის-ლისტებშია მითითებული, განსაზღვრულია ტუროპერატორების პირად შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით, სასტუმროებისა და კარმიდამოს ინსპექციის შემდეგ. როგორც წესი, საფარიზე ტურისტების დაბინავება პროგრამით 4-5* კონკრეტულ საკარმიდამოში ხდება. ასეთი საკარმიდამო წარმოადგენს დიდ, დაცულ და სპეციალური ღობით გამოყოფილ ტერიტორიას. იქ არის საცხოვრებელი სახლები-ბუნგალოები, ბარი, რესტორანი, სუვენირების მაღაზია, ღია აუზი, დასვენების ზონა უფასო შეზლონგებითა და ქოლგებით. ბუნგალოები ხის ან ქვისგანაა ნაგები და გადაწყვეტილია აფრიკულ სტილში. ეს სახლები ძალიან ლამაზი და ორიგინალურია, თითოეულს ცალკე შესასვლელი, დიდი საძინებელი, ტუალეტი, ვანა, ვენტილატორი აქვს. სახლებს ყოველდღიურად ალაგებენ, გარდა ამისა, პერსონალის მოვალეობაში შედის შენობის სპეციალური პრეპატარებით დასხურება, რომელსაც მწერების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

მომბასაში სასტუმროები ორ-სამხრეთ და ჩრდილოეთ სანაპიროზეა განთავსებული. ითვლება, რომ სამხრეთ მომბასა დასვენების უფრო დემოკრატიულ ფორმას სთავაზობს. მის ტერიტორიაზე ძირითადად 3-4* სასტუმროები და 5 საბიუჯეტო ვარიანტის სასტუმროა. ჩრდილოეთ მომბასა უფრო ელიტარულ, დასვენების არისტოკრატულ ადგილად ითვლება. მის ტერიტორიაზე პატარა, 4-5* ტიპის სასტუმროებია. ორივე სანაპიროზე მდებარე სასტუმროები განთავსებულია სანაპირო ზოლზე, სადაც აუზი (ან აუზები) და პალმების ჩრდილია. იქვეა უფასო შეზლონგები და ქოლგები, ბარები, ღია რესტორნები და სხვა ინფრასტრუქტურა (მაგალითად, დაივინგ ცენტრი, ტენისის ან გოლფის მოედანი, სუვენირების მაღაზია და ა.შ.). ყველა სასტუმროში საღამოს გასართობ პროგრამას სთავაზობენ: დისკოთეკა, აკრობატების გამოსვლა, ფოლკლორული ანსამბლები. სასტუმროებში კვება ხარისხიანი და უსაფრთხოა.

რეკომენდირებული არ არის-ონკანის წყლის დალევა, უნდა მიიღოთ მხოლოდ ნაყიდი წყალი; ხილის ქუჩაში ყიდვა, ისარგებლეთ მხოლოდ მაღაზიის მომსახურებით. გულდასმით გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული, გააცალეთ კანი; ტბების ნაკურუ და ბარინგო რაიონში კბილების გამოსახეხად მხოლოდ ბოთლის წყლით ისარგებლეთ.

განსაკუთრებული რეკომენდაციები-როგორც უკვე გითხარით, საერთო ჯამში, კენიაში ყოფნა უსაფრთხოა, მაგრამ არის რამდენიმე წესი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ და დაიცვათ. საფარიში ყოფნის დროს არ შეიძლება კარმიდამოს დაცვის გარეშე დატოვება. სავანაში გასვლისას არ დატოვოთ ავტობუსი გიდის ნებართვის გარეშე. ასევე არ შეიძლება ადგილობრივი მცხოვრებლების ფოტოგრაფირება მათი ნებართვის, ასევე მასაიების საცხოვრებელი ადგილების დათვალიერება გიდის გარეშე. გახსოვდეთ! კენიის ტერიტორიაზე მოქმედებს კანონი გარემომცველი სივრცის დაცვასთან დაკავშირებით. ასევე აკრძალულია ნადირობა.

ნაციონალური ვალუტა-კენიური შილინგი. მისი კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში ასეთია-1$ 50 შილინგი. ოფიციალურად ნებისმიერი სახის ანგარიშწორება კენიაში ნაციონალურ ვალუტაში ხორციელდება. სასტუმროებსა და დიდ მაღაზიებში შესაძლებელია საკრედიტო ბარათებით სარგებლობა.

აეროპორტის შესაკრებელი-უცხოური ავიაკომპანიების უმრავლესობა შესაკრებელს ბილეთის ღირებულებაში ითვალისწინებს.

ვალუტის გადაცვლა-ბანკები ღიაა 9:00-დან 14:00 საათამდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლის, ხოლო თვის პირველ და ბოლო შაბათს 9:00-დან 11:00 საათამდე. რაც შეეხება ბანკებს აეროპორტებში, ისინი ოცდაოთხი საათის განმავლობაში მუშაობენ. ოფიციალურ პუნქტებში ვალუტის გადასაცვლელად პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩვენებაა საჭირო. გახსოვდეთ, რომ ვალუტის ქუჩაში გადაცვლა აკრძალულია.

საბაჟო კონტროლის თავისებურებანი-პირადი საკუთრების, მაგალითად, კამერა და მასთან დაკავშირებული აპარატურა (მაგალითად, კინოპროექტორი) შეგიძლიათ თავისუფლად შეიტანოთ. ამ წესით შესაძლებელია შემდეგი პროდუქტების შეტანა: 200 ცალი სიგარეტი, 1 ბოთლი სპირტიანი სასმელი, 600 გმ სუნამო და ტუალეტის წყალი. აკრძალულია ხილის, ნერგებისა და თესლის შეტანა. ასევე იკრძალება ნარკოტიკის, ასაფეთქებელი ნივთიერებების, ცეცხლსასროლი იარაღისა და მისი სათამაშო იმიტაციის ჩატანა. კენიიდან აკრძალულია ოქროს, ბრილიანტის, სპილოს ძვლისგან შექმნილი ნაწარმის გატანა. სპეციალური ლიცენზიით შესაძლებელია ცხოველების ტყავის წამოღება. ვალუტის შეტანის დროს რაიმე სახის შეზღუდვა მის რაოდენობაზე დაწესებული არ არის. თუმცა, თუ თქვენ ქვეყნიდან 500 000 კენიურ შილინგზე მეტი თანხის წამოღებას გადაწყვეტთ, ამისთვის კენიის ცენტრალური ბანკის ნებართვა დაგჭირდებათ.

ელექტროობა-კენიაში დენის სიმძლავრე 240V-ს შეადგენს. სასტუმროებსა და ნაციონალურ პარკებში (lodges) ელექტროენერგიას თერმოგენერატორიდან იღებენ და ღამით აქრობენ. ნომრებში არის სანთელი, თუმცა ახლა lodges ერთიანად მზის ბატარეის ენერგიაზე გადადის.

მაღაზიები-მაღაზიები კენიაში 8.30-დან 12.30-მდე მუშაობს, ხოლო შესვენების შემდეგ, დღის 2 საათიდან 5 საათამდე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). შაბათობით მაღაზიები ღიაა მხოლოდ დღის პირველ ნახევარში 8.30-დან 12.30-მდე. რაც შეეხება ტურისტულ მაღაზიებს, ისინი, როგორც წესი, შესვენების გარეშე მუშაობს და გვიან ღამით იხურება. ქალაქის ქუჩებში ბევრი პატარა სავაჭრო დახლი და სუვენირების მაღაზიაა, სადაც ისევე, როგორც ბაზარში, შესაძლებელია შევაჭრება.

დანამატი მომსახურებისათვის-ამ თანხას აუცილებლად ადგილობრივ ვალუტაში იხდიან და ის მომსახურების ღირებულების 10%-ს შეადგენს. ბარგის გადამტანს, როგორც წესი, 1USD-ს უხდიან. ამავე რაოდენობის თანხის გაღება, თანაც ყოველდღიურად, დამლაგებლისთვისაც მოგიწვთ. იმ შემთხვევაში, თუ საფარიში მიემგზავრებით, გახსოვდეთ, რომ იქ ეს თანხა 5 აშშ დოლარს შეადგენს.

წყალი-ნაირობში წყალი სუფთაა. ბევრ სასტუმროში ნახავთ აბრას, რომელზეც წერია, რომ წყლის დალევა პირდაპირ ონკანიდან შეიძლება. თუმცა ჩვენ მაინც გირჩევთ, რომ თავი შეიკავოთ და მინერალური წყალი, გამაგრილებელი სასმელი ან კენიური ლუდი მიირთვათ.

ტრანსპორტი-ქვეყნის მთავარი საზღვაო პორტი მომბასაა. კენიაში ორი საერთაშორისო აეროპორტია-ნაირობსა და მომბასაში. ნაირობში ფუნქციონირებს ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები. ასფალტიან გზაზე მაქსიმალური დასაშვები სისწრაფე 100 კმ/სთ-ს, სოფლების მიმდებარე ტერიტორიაზე 70 კმ/სთ-ს, დასახლებულ პუნქტებში 50 კმ/სთ-ს, ხოლო ნაკრძალებში 40 კმ/სთ-ს შეადგენს. გზების ცუდი მდგომარეობის გამო, უფრო უსაფრთხოა მანქანისა და მძღოლის დაქირავება, ადგილობრივ მძღოლებს ყველა მოულოდნელობასთან გამკლავება შეუძლიათ. იმისთვის, რომ მანქანა დამოუკიდებლად მართოთ საერთაშორისო მართვის მოწმობა უნდა გაგაჩნდეთ.

კატეგორია: სასარგებლო | ნანახია: 903 | დაამატა: OnlyMe | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


Copyright MyCorp © 2024 Make a free website with uCoz