Мой сайт ოთხშაბათი
2017-09-20
3:48 PM
მოგესალმები Guest | RSS მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ახალი ამბები [5]
გამოგონება [3]
გასართობი [4]
დღის ფოტო [7]
ვიდეოები [8]
კრიატივი [1]
ლაშქრობები [0]
რეკლამები [2]
რეკორდები [1]
საქართველო [8]
საკითხავი [27]
სამხედრო [7]
სასარგებლო [32]
სურათები [27]
უკატეგორიო [9]
ნაცნობი [8]
გაკვეთილები - LESSONS [10]
ფილმები ონლაინში [0]

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რას ფიქრობთ საიტზე?
სულ პასუხი: 89

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2010 » მარტი » 18 » ქართველი გმირი ბავშვები
2:12 PM
ქართველი გმირი ბავშვები
თუ გააგრძელებთ იხილავთ ქართველი ბავშვების ორ ისტორიას

აი ეგ დიდო მე მოვკალ…

კახეთს XVIII-XIX საუკუნეებში ჩრდილო კავკასიიდან შეიარღებული რაზმები საძარცვავად შეესეოდნენ ხოლმე. კახელი მოსახლეობა იძულებული იყო, ყანებსა და ვენახებში სამუშაოდ წასულებს საბრძოლო იარაღიც თან წაეღოთ. კახეთის ერთი პატარა სოფლიდან ყანაში წასულ გლეხებს სოფელში პატარა ბავშვები დაუტოვებიათ ცოტა მოზრდილი, 12-13 წლის ბიჭის მეთვალყურეობის ქვეშ. ამ დროს სოფელს ლეკთა მარბიელი ლაშქარი შემოსევია. სოფელში დარჩენილი ბავშვები და მოხუცები ერთ სახლში დაუმწყვდევიათ, დანარჩენები კი ყანებს შესევიან დასარბევად. სოფელში დარჩენილ დიდოს სახლში ღვინო უპოვია და დაულევია. მაჰმადიანებს თავიანთი სარწმუნოება ღვინოს სმას უშლის, სასმელს უჩვევი დიდო მალევე დათვრა და მთელი აგრესიის გამოვლინება თოთო ბავშვების მიმართ დაიწყო – ხმალი იშიშვლა და ბავშვებისა და მოხუცების აკუწვას შეუდგა. 12-13 წლის ქართველმა ბიჭმა, რომელიც თავისი თანასოფლელების ხოცვა-ჟლეტის ამაზრზენ სანახაობას შეესწრო, კედელზე დაკიდებული მამა-პაპური ხანჯალი ჩამოხსნა, დიდოს მიეპარა და კისერში ჩასცა. სოფელში მობრუნებულმა ლეკებმა რომ თავისი თანამებრძოლი მოკლული ნახეს, მოსახლეობა ერთად ჩაამწკრივეს და ყველას დახოცვით დაემუქრნენ, თუკი მკვლელი არ გამომჟღავნდებოდა. ის-ის იყო სისხლმოწყურებულ მოთარეშეებს უდანაშაულო ხალხის ამოხოცვა უნდა დაეწყოთ, რომ პატარა ბიჭუნა ჯიქურ გამოვიდა მწკრივიდან და უშიშრად განაცხადა: „აი ეგ დიდო მე მოვკალ, სახელ არ დამიკარგოთაო!" ამგვარი უსახელო ქართველების თავდადებამ, რომლებიც ბავშვობიდანვე სამშობლოს უანგარო სიყვარულით იზრდებოდნენ, ქართველ ერს გაუსაძლისი გაჭირვების დროსაც კი ეროვნული თვითმყოფადობა შეუნარჩუნოს!

მოუშუშებელი ჭრილობა

ქართველების ფერეიდანში გადასახლებიდან ოცდათვრამეტი წელი გავიდა. წამოიზარდნენ პატარა ფერეიდნელი ბიჭები… წამოიზარდნენ და ყველაზე გულადებმა საქართველოში გაპარვა გადაწყვიტეს. აპრილის ერთ ღამეს 164 რჩეული ვაჟკაცი დაადგა საქართველოს გზას. მხედრებს ერთი ბიჭიც აედევნა. არავინ იცის, საიდან გაიგო მათი საიდუმლო სამზადისი.

- ბალღო! გზა შორია და სახიფათო, დაგვეხსენ, გაგიჭირდებაო, – უთხრეს; ხან გაუჯავრდნენ, ხან დაუყვავეს, ეხვეწნენ, ეხაციცნენ. ვერ მოიშორეს.

- თორმეტისა ვარ, რაღა დროს ჩემი პატარობაა. არ წამიყვანთ და თვითონაც კარგად გავიგნებ გზასაო. – გაჯიუტდა პატარა იოთამი. გაჯიუტდა და თავისი გაიტანა. ცხენზეც რომ მარჯვე მხედარივით იჯდა?!

ღამით მიდიოდნენ, დღისით ტყეში იმალებოდნენ. – ემანდ ავთვალმა და მდევარმა არ შეგვნიშნოსო. – შორია გურჯისტანამდე? – კითხულობდა წარამარა იოთამი. ხან კი ყველაზე მაღალ ხეს კენწეროზე მოექცეოდა – ეგება საქართველო დავინახოო.

ერთხელ, შებინდებისას, ტყიდან გამოვიდნენ თუ არა, მდევარს მაინც გადააწყდნენ, თავდასხმა სასტიკი და უეცარი იყო. ქართველებმა ისღა მოასწრეს, იოთამს ისევ ტყეში უკრეს თავი – შინ ამბავს მაინც ჩაიტანო; თვითონ კი ხმალდახმალ გადაეშვნენ უთვალავ ირანელებში. გადაეშვნენ და ერთიანად შეაკვდნენ მტერს.

გამარჯვებულ ირანელთა მხედრობა თვალს მიეფარა. ბავშვური უძლურებითა და ბოღმით ატირებული იოთამი დიდხანს გაჰყურებდა მიმავლებს, მერე მათრახიანი მუშტი მოუღერა. ეტყობოდა, სანამ პირში სული ედგა, ეგრე ადვილად არ დასთმობდა სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრსა…

ფერეიდნელებმა ღირსეულად იგლოვეს დაღუპულები. მერე სოფელ ზემო მარტყოფში ძეგლი აუგეს. უზარმაზარ ქვის ლოდზე ამოკვეთეს წარწერა: „1654-სა წელსა, 17 აპრილისა თვესა ფერეიდნიდან მომავალი ქართველები, სამშობლოსაკენ, 165 ქართველი. შუღლი გავუწიეთ ირანელებს. ყველა დავიღუპეთ. შენდობა გვითხარით. უფალო, იხსენ ქრისტიანები".

ამ ძეგლთან ყოველი წლის 17 აპრილს იკრიბებიან ფერეიდნელები. უფროსების ხელმძღვანელობით იმართება ბავშვების შეჯიბრი. ჯოხის ცხენებზე ამხედრებული 165 ბიჭი გამალებით მიეშურება დანიშნული ადგილისაკენ, რომელსაც „დედასაქართველოს" უწოდებენ. იქ დევს უზარმაზარი ნაზუქი. მასზე ჯვარია გამოსახული. ეს ნაზუქი სიმბოლურად ვითომ საქართველოა. მანძილი ხუთასი მეტრია. რომელი პატარა „მხედარიც" პირველი მივა ნაზუქთან, ის ითვლება დედასამშობლოში – საქართველოში მისულად. მაყურებლები მიესევიან გამარჯვებულს, გარს ეხვევიან, კოცნიან, „აყოლებენ" საქართველოს ამბებს. შეჯიბრებაში გამარჯვებული ბიჭი იმ წელს მთელ ფერეიდანში საყოველთაო სიყვარულით სარგებლობს. შეჯიბრების მონაწილე ყველა ბიჭი აუცილებლად თორმეტი წლისა უნდა იყოს. ეს იმიტომ, რომ სამშობლომოწყურებული იმ 165 ქართველ მხედარში ასაკით ყველაზე უმცროსი თორმეტი წლისა იყო. ეს სახალხო სანახაობა არა მარტო იმ დაღუპულთა ხსოვნის უკვდავყოფაა, არამედ სამშობლოწართმეულთა ტკივილია, დედასამშობლოსკენ ორაგულივით მარადიული სწრაფვაა, მამულიშვილური სულისკვეთებით აღზრდის ჩინებული საშუალებაა. იგი მიწყივ მოუწოდებს ფერეიდნელებს: გახსოვდეთ სანატრელი საქართველო! ეცადეთ დედასამშობლოში დაბრუნებას!

კატეგორია: საკითხავი | ნანახია: 379 | დაამატა: OnlyMe | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


Copyright MyCorp © 2017 Make a free website with uCoz