Мой сайт ოთხშაბათი
2017-09-20
3:45 PM
მოგესალმები Guest | RSS მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ახალი ამბები [5]
გამოგონება [3]
გასართობი [4]
დღის ფოტო [7]
ვიდეოები [8]
კრიატივი [1]
ლაშქრობები [0]
რეკლამები [2]
რეკორდები [1]
საქართველო [8]
საკითხავი [27]
სამხედრო [7]
სასარგებლო [32]
სურათები [27]
უკატეგორიო [9]
ნაცნობი [8]
გაკვეთილები - LESSONS [10]
ფილმები ონლაინში [0]

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რას ფიქრობთ საიტზე?
სულ პასუხი: 89

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2010 » მარტი » 19 » led zeppelin
10:11 PM
led zeppelin
ლედ ზეპელინის ფესვები პირველ რიგში, მოდის ბრიტანული ბლუზით შთაგონებული ჯგუფიდან The Yardbirds. ჯიმი პეიჯი შეუერთდა ამ ჯგუფს 1966 წელს, ბას გიტარისტის ამპლუაში, რადგანაც მისი წინა ბას გიტარისტი პოლ სემუელ სმიტი წავიდა ბენდიდან. რამდენიმე ხნის შემდგე პეიჯი სოლო გიტარაზე გადაერთო და სოლო-პარტიებს ასრულებდა ჯეფ ბეკთან ერთად.

ჯგუფიდან ბეკის წასვლის შემდეგ, 1966 წელს, The Yardbirds, რომელიც დაღლილი იყო მუდმივი ტურებითა და ჩაწერით, დაშლა დაიწყო. პეიჯს სურდა სუპერჯგუფის შექმნა, სადაც ბეკიც და The Yardbirds-ის კიდევ ორი მუსიკოსი, კიტ მუნი და ჯონ ენუისტლი დაუკრავდნენ. ვოკალისტები დონოვანი, სტივ უინვუდი და სტივ მერიოტი ასევე მოიაზრებოდნენ მომავალი ჯგუფის პოტენციურ მონაწილეებად.ჯგუფის ჩამოყალიბების იდეა ამოვარდა, მიუხედავად იმისა, რომ 1966 წელს პეიჯმა, ბეკმა და მუნმა ჩაწერეს სიმღერა "Beck's Bolero" (იგი შეტანილია ბეკის 1968 წლის ალბომში Truth. ამ ხმისჩამწერ სესიებზე მუსიკოსებთან მუშაობდა ბას გიტარისტი ჯონ პოლ ჯონსი. მისი თქმით, იგი მზად იყო პეიჯთან მომავალ პროექტებში მონაწილეობისათვის.[3]

ჯგუფის The Yardbirds უკანასკნელი კონცერტი შედგა 1968 წლის ივლისში. თუმცა, ამის შემდეგ, მათ შესთავაზეს რამდენიმე კონცერტის ჩატარება სკანდინავიაში, ასე რომ ჯიმ მაკკარტიმ და კიტ რელფმა პეიჯსა და ბას-გიტარისტ კრის დრეიას საშუალება მისცეს, გამოსულიყვნენ The Yardbirds-ის სახელით მომავალშიც. პეიჯმა და დრეია დაიწყეს ახალი ბენდის ჩამოყალიბება. პირველ ვოკალისტად მოიაზრებოდა ტერი რიდი, მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა რობერტ პლანტის კანდიდატურა. ეს იყო პეიჯისათვის უკვე ცნობილი ბირმინგემელი ვოკალისტი.[4] პლანტი უმალ დათანხმდა შემოთავაზებაზე და თავის მხრივ, ურჩია პეიჯს მუსიკოსი ჯონ ბონემი, რომელი უკრავდა დასარტყამებზე.[5] დრეია ამოვარდა პროექტიდან და ფოტოგრაფიით დაინტერესდა, მოგვიანებით სწორედ მან გადაიღო სურათი ლედ ზეპელინის სადებიუტო ალბომის ყდისათვის. ჯონ პოლ ჯონსი პეიჯს თავისი მეუღლის რჩევით დაუკავშირდა და ჯგუფში დაიკავა ბას გიტარისტის ვაკანტური ადგილი.

ახალი შემადგენლობის პირველი ერთობლივი რეპეტიცია შედგა პი ჯეი პრობის სესიების უკანასკნელ დღეს. პრობი იხსენებდა: "უკანასკნელ დღეს მცირე სტუდიური დრო დარჩა და ვთხოვე მათ დაკვრა, სანამ თავად მოვიფიქრებდი ტექსტს. მაშინ ეს არ იყო ლედ ზეპელინი, მაშინ ეს ჯერ კიდევ New Yardbirds იყო და ეს ჩემი ჯგუფი უნდა ყოფილიყო."[6]

1968 წელს მათ ამ სახელით მოაწყვეს ლედ ზეპელინის 1968 წლის სკანდინავიური ტური. ცნობილია, რომ კიტ მუნსა და ჯონ ენვისტლს სურდათ ერთობლივი სუპერჯგუფი, რომელშიც პეიჯი და ბეკიც დაუკრავდნენ. მისი თქმით, ბეკი და პეიჯი დაეშვებოდნენ, როგორც ტყვიის დირიჟაბლი - სწორედ ასე აღწერდა ენვისტლი ხოლმე ცუდ კონცერტს.[7]

მენეჯერ პიტერ გრანტის რჩევით ჯგუფმა ამოაგდო ასო 'a' სიტყვიდან Lead (ტყვია), რათა ამერიკელებს[3] არ წარმოეთვათ "leed".[8]

1968 წლის ნოემბერში კომპანიასთან Atlantic Records გრანტმა მიაღწია 200.000 დოლარის ოდენობის ავანსს - იმ დროს ეს იყო ყველაზე დიდი ავანსი როკ-ჯგუფისათვის.[6] Atlantic Records უფრო ცნობილი იყო, როგორც ლეიბლი, სადაც გამოიცემოდა ბლუზ, სოულ და ჯაზ შემსრულებლების ჩანაწერები, თუმცა 60-იანების ბოლოს კომპანია პროგრესული ბრიტანული ჯგუფებითაც დაინტერესდა. მათ ლედ ზეპელინთან კონტრაქტს ხელი მოაწერეს ისე, რომ არც კი უნახავთ მუსიკოსები, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის დასტი სპრინგფილდის მიერ გაწეულ რეკომენდაციას.[9]

ჯგუფის პირველი ალბომი ჯერ არ ჩაწერილა, როდესაც 1968 წლის ოქტომბერში შედგა მათი სადებიუტო გამოსვლა სურეის უნივერსიტეტში. ამას მოჰყვა ჯგუფის ჩრდილო ამერიკული ტური (1968/1969), შემდეგ მათ მიაშურეს დასავლეთ სანაპიროს - ლოს ანჯელესს, სან ფრანცისკოსა და სხვა ქალაქებს.[10]
ჯგუფის ეპოქალური სადებიუტო ალბომი გამოიცა 1969 წლის 12 იანვარს, მათი პირველი ტურის დასრულების შემდეგ. მასში ერთმანეთს კარგად ერწყმის ბლუზი, ფოლკური მოტივები და აღმოსავლური ჰანგები. დისკი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მსუბუქი მეტალის ჩამოყალიბებისათვის. მიუხედავად ამისა, პლანტი ამტკიცებდა, რომ ჯგუფი არ უნდა განიხილონ მსუბუქი მეტალის შემსრულებლად, რადგანაც მათი მუსიკის მესამედი აკუსტიკური იყო [11]ჯგუფის ეპოქალური სადებიუტო ალბომი გამოიცა 1969 წლის 12 იანვარს, მათი პირველი ტურის დასრულების შემდეგ. მასში ერთმანეთს კარგად ერწყმის ბლუზი, ფოლკური მოტივები და აღმოსავლური ჰანგები. დისკი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მსუბუქი მეტალის ჩამოყალიბებისათვის. მიუხედავად ამისა, პლანტი ამტკიცებდა, რომ ჯგუფი არ უნდა განიხილონ მსუბუქი მეტალის შემსრულებლად, რადგანაც მათი მუსიკის მესამედი აკუსტიკური იყო [11]არსებობის პირველი წელიწადის განმავლობაში, ლედ ზეპელინმა იმოგზაურა ოთხი აშშ და ოთხი ბრიტანული ტურით, აგრეთვე გამონახა მეორე ალბომის Led Zeppelin II ჩაწერის დრო [6]. იგი ჩაწერილი იქნა ჩრდილო ამერიკულ სტუდიებში და გამოსვლისთანავე უფრო დიდი წარმატება ხვდა წილად, ვიდრე პირველს. ორივე ქვეყნის რეიტინგებში მან მიაღწია პირველ ადგილს.[14] აქ ჯგუფმა განავრცო პირველ ალბომზე გამოტანილი იდეები და შექმნა ჩანაწერი, რომელიც კრიტიკოსებმა უფრო პოზიტიურად მიიღეს, ხოლო ჯგუფმა მოყვარულების ახალი ტალღა შეიძინა. აგრეთვე მიიჩნევენ, რომ Led Zeppelin II იქცა 70-იანების მძიმე როკის მთავარი გავლენად.

ალბომის გამოსვლის შემდეგ ამერიკაში კიდევ რამდენიმე ტური მოეწყო. ჯგუფი უფრო უკრავდა კლუბებში, ვიდრე დიდ დარბაზებსა და სტადიონებში. კონცერტი ხოლმე სამ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მასზე იმპროვიზაციით სრულდებოდა ჯგუფის იმ დროისათვის ცნობილი სიმღერები [15]. ამ ჩანაწერების ნაწილი მხოლოდ ბუტლეგების სახით არსებობს.

1969 წლის ივლისში ჯგუფი გამოვიდა ნიუ იორკში, შეფერის მუსიკალურ ფესტივალზე, მთავარი სტუმრის სახით.

მესამე ალბომის დასაწერად პეიჯი და პლანტი განმარტოვდნენ უელსში მდებარე ერთ-ერთი კოტეჯში, ბრონ-ი-ავრში. შედეგად მიღებული იქნა უფრო მეტად აკუსტიკური ჟღერადობა. ხალხური და კელტური მუსიკის გავლენის გამო, ალბომმა ჯგუფი განვითარების კიდევ ერთ ეტაპზე გადაიყვანა.

ალბომის აკუსტიკურმა ჟღერადობამ ერთმანეთისგან განსხვავებული შეფასებები გამოიწვია. უამრავი მოყვარული გაკვირვებული, რომ ლედ ზეპელინმა პრინციპულად უარი თქვა პირველი ორი ალბომის ნახევრად ელექტრონულ ჟღერადობაზე. დროთა განმავლობაში მსმენელებმა უფრო დადებითად მიიღეს ეს დისკი.[16][17] პირველ გამოცემას აგრეთვე ჰქონდა ყდა, რომელშიც ამოჭრილი იყო ნახვრეტები. მათში კარგად ჩანდა ბუკლეტის გვერდებზე გამოსახული კოლაჟები.

პირველი სიმღერა "Immigrant Song" 1970 წლის ნოემბერში გამოიცა სინგლის სახით. სინგლში შეტანილი იყო "Hey Hey What Can I Do", ჯგუფის ერთადერთი სიმღერა, რომელიც არც ერთ ალბომში არ შესულა. საგულისხმოა, რომ ჯგუფი თავად სინგლების გამოცემის წინააღმდეგი იყო და იგივე პოზიცია შერჩა ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ პიტერ გრანტის მოთხოვნით, გამოცემული იქნა რამდენიმე სინგლი.

ალბომის უკანასკნელი სიმღერაა "Hats Off To (Roy) Harper”, რომელიც ეძღვნება იმ დროის კიდევ ერთ პოპულარულ მუსიკოსს, როი ჰარპერს. იგი ჯგუფის წევრებისათვის ერთ-ერთი საყვარელი მუსიკოსი იყო და მათ აკუსტიკური მუსიკისადმი დიდი ინტერესი გაუჩინა.ლედ ზეპელინის არსებობის პირველი წლები დაჩრდილა 1971-1975 წლებში ჯგუფის წარმატებამ. ამ პერიოდშივე გამოიცა მათი საუკეთესო ალბომები. მათ იმიჯში გამოჩნდა ფერადი ტონები. მაგრამ ჯგუფი არა მხოლოდ მუსიკით, არამედ სცენის მიღმა მიმდინარე შეშლილი ცხოვრებით იყო ცნობილი. ლედ ზეპელინი იმ პერიოდში საკუთარი თვითმფრინავით მოგზაურობდა, სახელად The Starship.[18]). ჯგუფის წევრები ქირაობდნენ ერთდროულად სასტუმროს რამდენიმე ნომერს - განსაკუთრებით აღსანიშნავია კონტინენტალ ჰაიატი, ლოს ანჯელესში. ბევრი ჟურნალისტი თვალს ადევნებდა მათ ცხოვრებას, შემდეგ კი სტატიებს წერდა ჯგუფის მიერ მოწყობილ დებოშებზე. ბენდი ცნობილი იყო იმით, რომ ამტვრევდა სასტუმროში განლაგებულ ავეჯს და აგდებდა ტელევიზორებს ფანჯრებიდან. უფრო მეტიც - ერთ-ერთი ასეთი ზეიმის დროს ჯონ ბონემი მოტოციკლით დარბოდა დაქირავებულ სართულზე.ლედ ზეპელინის მეოთხე ალბომი 1971 წლის 8 ნოემბერს. ყდაზე ჯგუფის ან ალბომის სახელწოდება არც კი იყო ნახსენები, მაგრამ გამოსახული იყო ოთხი უცნაური სიმბოლო: . ჯგუფმა ასეთი ნაბიჯი გადადგა მაშინ, როდესაც პრესაში გაჩნდა მოსაზრებები, თითქოს ლედ ზეპელინის იმიჯი გაზვიადებული და მეტისმეტად ხმაურიანია. პასუხად, გამოიცა ალბომი, რომლის ყდაზეც არც იყო ნახსენები ჯგუფი - იმის დასამტკიცებლად, რომ ალბომი გაიყიდება ყოველგვარი ზედმეტი რეკლამის გარეშე. ალბომს ხშირად უწოდებენ ოთხ სიმბოლოს და მეოთხე ალბომს (კომპანიის Atlantic Records კატალოგში იგი ორივე სახელწოდებით არის შეტანილი). აგრეთვე გამოიყენება ტერმინები IV, უსათაურო, Zoso, რუნები, ჯოხები, ჯოხებიანი კაცი და ოთხი. მიუხედავად ამისა, ყველაზე ხშირად ალბომს უწოდებენ Led Zeppelin IV. ჟურნალთან როლინგ სტოუნი 2005 წლის ინტერვიუში პლანტმა ახსენა, რომ მას უბრალოდ მეოთხე ალბომს უწოდებენ.[19]

-მ ჯგუფის მუსიკა შეიტანა უფრო მეტი აკუსტიკური ელემენტი, გარდა უკვე დამკვიდრებული მსუბუქი მეტალისა და ბლუზის მოტივებისა. ალბომში ჟღერს, როგორც მძიმე როკი ("Black Dog"), ასევე აკუსტიკური ბალადები ("Going to California")[20]. "Rock and Roll" უფრო როკ მუსიკის ფუძეების გახსენებაა. 2006 და 2007 წლებში ეს სიმღერა გამოიყენებოდა კადილაკის ავტომობილების რეკლამაში.[21]

ალბომში ასევე შესულია "Stairway to Heaven", რომელსაც აქტიურად უშვებდა საკუთარ ეთერში სხვადასხვა სადგური, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ იგი არასოდეს გამოსულა სინგლის სახით. სიმღერამ სკანდალი გამოიწვია, რადგანაც მასში იყო დაფარული ტექსტები სატანისტური გზავნილებით (როგორც ბევრი ამტკიცებს).[22] 2005 წელს ჟურნალმა Guitar World მკითხველებს შორის ჩაატარა გამოკითხვა, რომლის შედეგაც "Stairway to Heaven" დაასახელეს ყველა დროის საუკეთესო გიტარის სოლოს მქონე სიმღერად.[23]

2006 წლის 31 ივლისისათვის მხოლოდ აშშ-ში გაიყიდა 23 მილიონი ასლის ოდენობით. შედეგად დისკი მოხვდა აშშ მუსიკალური ინდუსტრიის ისტორიაში მეოთხე ყველაზე გაყიდვადი ალბომის ადგილზე.[24] მსოფლიო მასშტაბით, გაყიდვების მხრივ იგი მეთერთმეტე ადგილზე არის.[25]

ლედ ზეპელინის შემდეგი ალბომი, Houses of the Holy გამოვიდა 1973 წელს. მასში უფრო მეტი ექსპერიმენტი განხორციელდა, ხანგრძლივი სიმღერებითა და სინთეზატორის/მელოტრონის ორკესტრირების გამოყენებით. სიმღერა "Houses of the Holy" არ არის შეტანილი ორიგინალურ ალბომში, მიუხედავად იმისა, რომ იგივე პერიოდშია ჩაწერილი. მისი მოსმენა შესაძლებელია 1975 წლის დისკზე Physical Graffiti.[3].

ალბომის მკვეთრი ნარინჯისფერი ყდა შექმნილია ჰიპნოზისის მიერ. მასზე გამოსახულია შიშველი ბავშვები [26], რომლებიც მიცოცავენ ბაზალტის ქვებზე (გადაღებულია ჩრდილოეთ ირლანდიაში). მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ზურგის მხრიდან არიან ნაჩვენები, ალბომის გამოსვლისას ამ გამოსახულებამ კრიტიკა გამოიწვია. სხვადასხვა ქვეყნებში ალბომი აიკრძალა.[27][28]

ალბომი მოხვდა რეიტინგების სათავეში, რასაც მოჰყვა ლედ ზეპელინის 1973 წლის ჩრდილო ამერიკული ტური. მაყურებლის დასწრების მხრივ მან ყველა რეკორდი მოხსნა. ტამპას სტადიონზე (ფლორიდა) მათ დაუკრეს 56.800 მოყვარულის წინაშე (ამით მათ ბითლზის შის სტადიონის 1965 წლის კონცერტის რეკორდი მოხსნეს). სამივე კონცერტი მედისონ სკვერში გადაღებული იქნა ფილმისათვის, მაგრამ მოგვიანებით მხოლოდ ერთი გამოიცა ფილმის The Song Remains the Same სახით.

1974 წელს ჯგუფმა შეისვენა სესიებისგან და ტურისგან და საკუთარი ხმისჩამწერი ლეიბლი დააარსა, სახელწოდებით Swan Song (ასე ერქვა ჯგუფის ერთ-ერთ სიმღერას, რომელიც არასოდეს შესულა მათ რომელიმე ალბომში). ფირმის ლოგოზე, რომელიც ეფუძნება უილიამ რიმერი 1869 წლის ნახატს საღამო: დღის ბოლოს, გამოსახულია აპოლონი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თვლის, თითქოს ეს არის იკაროსი, სატანა ან ლუციფერი. ლოგოტიპი გამოსახულია ბევრ სუვენირზე, განსაკუთრებით მაისურებზე. ლეიბლი თანამშრომლობდა ჯგუფებთან: Bad Company და Pretty Things, აგრეთვე მეგი მეიბლთან, Sad Café და Wildlife[29]. ლეიბლი დიდი პოპულარობით სარგებლობდა, სანამ ჯგუფი არსებობდა, მაგრამ დაიშალა, როგორც კი ჯგუფმა დაასრულა საკუთარი მოღვაწეობა.[3]975 24 თებერვალს გამოვიდა ლედ ზეპელინის პირველი ორმაგი ალბომი Physical Graffiti, რომელიც იყო ლეიბლის Swan Song Records პირველი პროდუქტი. აქ არის თხუთმეტი სიმღერა, რომელთა ნაწილიც (8 სიმღერა) ჩაიწერა ჰიდლი გრენჯში, 1974 წელს. დანარჩენი სიმღერები ჩაიწერა წინა წლებში, მაგრამ ჯერ არ იყო შეტანილი არც ერთ ალბომში.

ჟურნალის როლინგ სტოუნი რეცენზიაში Physical Graffiti ალბომს მაღალი შეფასება მიეცა და აღინიშნა, რომ ბენდს ცოტა უკლია მსოფლიოს საუკეთესო როკ ჯგუფებამდე, როგორებიც არიან როლინგ სტოუნზი და ჰუ.[30] ეს ალბომი, მიუხედავად ბევრი კრიტიკისა, წარმატებული გამოდგა. მისი გამოცემის შემდეგ ლედ ზეპელინის ყველა ალბომი მოხვდა 200 საუკეთესო დისკის სიაში [3], ხოლო თავად ჯგუფმა მორიგი აშშ ტური მოაწყო. იგი კვლავაც გამოდიოდა ხალხმრავალ სტადიონებზე. 1975 წლის მაისში ერლს კორტში (ლონდონი) ჯგუფმა ხუთი კონცერტი ჩაატარა. ვიდეომასალა ამ კონცერტიდან 2003 წელს გამოიცა ფილმის Led Zeppelin DVD სახით.
1976 წლისათვის ლედ ზეპელინი მსოფლიო მასშტაბით უფრო პოპულარული და ცნობილი იყო, გაყიდა უფრო მეტი ალბომი, ვიდრე სხვა ჯგუფებმა, მათ შორის, როლინგ სტოუნზმაც. [3]მათი კონცერტები უკვე შეიცავდა თეატრალურ ელემენტებსა და განათების ახალ საშუალებებს. მიუხედავად დიდი წარმატებისა, ჯგუფის წევრების ცხოვრებაში ადგილი ჰქონდა უარყოფით მოვლენებს - 1977 წელს გარდაიცვალა რობერტ პლანტის შვილი, ჯიმი პეიჯი ჰეროინს ეტანებოდა[31], ხოლო 1980 წელს, ჯონ ბონემის დაღუპვამ ყველაფერს წერტილი დაუსვა.ერლს კორტის ტრიუმფალური კონცერტების შემდეგ ადგილი ჰქონდა დაუგეგმავ პაუზას. 1975 წლის აგვისტოში რობერტ პლანტი და მისი მეუღლე მორინი მოხვდნენ ავტოავარიაში (ინციდენტი მოხდა საბერძნეთში). რობერტმა მოიტეხა მუხლი, ხოლო მორინი სერიოზულად დაზიანდა, თუმცა იგი გადაარჩინა სისხლის გადასხმამ.[3] პლანტს არ შეეძლო ჯგუფთან მუშაობა და იმავე წლის აგვისტოსა და სექტემბერში ისვენებდა ჯერსიში. შემდეგ კი, ჯგუფი შეიკრიბა მალიბუში და დაიწყო შემდეგი ალბომის, Presence მუსიკალური მასალის შექმნა.

1976 წლის მარტში გამოვიდა Presence, რომლითაც აღინიშნა ლედ ზეპელინის სტილის მცირე ცვლილება. აქ იყო უფრო მეტი იმპროვიზაცია გიტარაზე. მათ უარი თქვეს აკუსტიკურ ბალადებზე, რამაც მოყვარულების მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია. ამავე პერიოდში ჯიმი პეიჯი აქტიურად ეტანებოდა ჰეროინს, თუმცა იმ პერიოდში იგი ამას უარყოფდა.[32]

კრიტიკის მიუხედავად, ჯიმი პეიჯი Presence-ს თავის საყვარელ ალბომად თვლიდა, ხოლო პირველ სიმღერას "Achilles Last Stand" - თავის საყვარელ სიმღერად ჯგუფის სიმღერებს შორის. მისივე აზრით, ეს ალბომი ყველაზე მეტად ლედ ზეპელინურია მათი ყველა ალბომიდან.

რობერტ პლანტის ტრავმამ ჯგუფს 1976 წელს სცენაზე დაბრუნებაში ხელი შეუშალა. მიუხედავად ამისა, უკვე დასრულებული იყო ფილმზე The Song Remains The Same მუშაობა, ხოლო პარალელურად მზად იყო ალბომი ამ ფილმში შესრულებული სიმღერებით. 1997 წელს გამოცემულ ალბომამდე BBC Sessions ეს იყო ჯგუფის ერთადერთი საკონცერტო ჩანაწერი.

ფილმი გადაღებული იქნა 1973 წელს, მედისონ სკვერში ჩატარებული სამი კონცერტის მსვლელობისას. 1976 წლის ოქტომბერში შედგა მისი პრემიერა, მაგრამ კრიტიკოსებმა და ფანებმა იგი საკმაოდ ცივად მიიღეს. განსაკუთრებით წარუმატებელი იგი ბრიტანეთში იყო. მიუხედავად რვაწლიანი წარმატებული მოღვაწეობისა, ჯგუფი დაივიწყა ბევრმა მოყვარულმა.[33]

1977 წელს ლედ ზეპელინმა ახალი აშშ ტური დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურ პრობლემებს ადგილი არ ჰქონია, სცენის მიღმა ბევრ პრობლემას ჰქონდა ადგილი. 3 ივნისს, ტამპას სტადიონის კონცერტი საკმაოდ ხანმოკლე გადმოდგა (ცუდი ამინდის გამო). განცხადება კონცერტის შეწყვეტაზე შეშლილმა მსმენელებმა უარყოფითად მიიღეს და სტადიონზე აურზაური დაიწყო, რის შედეგადაც დააპატიმრეს რამდენიმე ადამიანი, ხოლო დიდი ნაწილი მსმენელებისა დაზიანდა პოლიციასთან შეტაკებისას.

ფესტივალის "Days on the Green" 23 ივლისის კონცერტიდან (ოკლენდი, კალიფორნია) შემდეგ, პოლიციამ დააპატიმრა ჯონ ბონემი, ჯგუფის მხარდამჭერი კოლექტივი (მათ შორის მენეჯერი პიტერ გრანტი და დაცვის კოორდინატორი ჯონ ბინდონი). მიზეზი იყო პრომოუტერ ბილ გრეჰემის ჯგუფთან მომხდარი ჩხუბი, რომელსაც კონცერტი დროს ჰქონდა ადგილი. ამ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გაარტყა გრანტის შვილს. როდესაც გრანტმა ამაზე შეიტყო, იგი თავად შევიდა ტრეილერში, ბინდონთან და ჯონ ბონემთან ერთად და გაუსწორდა გრეჰემის პერსონალს.[3]

მეორე დღეს ჩატარებული კონცერტი (კვლავ ოკლენდის შოუ) აშშ-ში ჯგუფის უკანასკნელი გამოსვლა იყო. ამის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პლანტის ხუთი წლის შვილი კერაკი კუჭის ვირუსით დაიღუპა. ტურის დარჩენილი კონცერტები მოიხსნა გრაფიკიდან.1978 წლის დეკემბერში ჯგუფი კვლავ დაბრუნდა სტუდიაში. ამჯერად მათ იქირავეს Polar Studios (სტოკჰოლმი, შვედეთი). შედეგად გამოიცა ალბომი In Through the Out Door, რომელშიც კვლავ იყო ექსპერიმენტები ელექტრონულ მუსიკასთან. კრიტიკოსებმა კვლავაც დაიწუნეს დისკი, თუმცა ძველმა მოყვარულებმა დადებითად შეაფასეს იგი. ალბომი გამოსვლიდან უკვე მეორე კვირას მოხვდა აშშ და ბრიტანეთის რეიტინგების #1 ადგილზე.

1979 წლის აგვისტოში, კოპენჰაგების ორი შოუს შემდეგ, ლედ ზეპელინი პირველი სტუმრის სახით გამოდიოდა ნებუორტის 1979 წლის ფესტივალზე. ამ ფესტივალზე მაყურებლის რაოდენობა 120.000 ადამიანს აღწევდა. ჯგუფი სრული სახით დაუბრუნდა მსმენელს. მიუხედავად ამისა, პლანტს ჯერ არ შეეძლო მოგზაურობა. უფრო მეტიც, მას სურდა ლედ ზეპელინის დატოვება, მაგრამ პიტერ გრანტის თხოვნით, დარჩა. მცირე მასშტაბიანი, ფორმალური ტური მოეწყო 1980 წელს. გერმანიის კონცერტის მსვლელობისას, მესამე სიმღერის შესრულებისას ბონემი გადმოვარდა სცენიდან და მოხვდა ჰოსპიტალში. პრესაში გაჩნდა ვარაუდი, თითქოს ბონემი ზედმეტ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს ეტანება, მაგრამ ჯგუფის წევრები ამტკიცებდნენ, თითქოს იმ დღეს მან ზედმეტი საჭმელი მიირთვა. ევროპული ტური გაგრძელდა 7 ივლისს, ბერლინში.[3]

1980 წლის 24 სექტემბერს ლედ ზეპელინის ტექნიკურმა ასისტენტმა რექს კინგმა ბონემი წაიყვანა სტუდიაში ბრეი. იქ ჯგუფი რეპეტიციებს გადიოდა, რადგანაც წინ იყო აშშ ტური, მათი პირველი ამერიკული ტური 1977 წლის შემდეგ. მგზავრობისას ბონემმა კინგს სთხოვა გაჩერება. რესტორანში შესულმა ბონემმა დალია თექვსმეტი 400 მილილიტრიანი ჭიქა არაყი და დააყოლა ხორცის დიდი ნაჭერი. ამ ყველაფრის შემდეგ მან კვლავაც განაგრძო საუზმის მირთმევა. სტუდიაში მისული ბონემი კვლავ სვამდა. გვიან საღამოს ყველამ გადაინაცვლა პეიჯის სახლში, უინდზორში. შუაღამისას ბონემს ჩაეძინა. იგი ასწიეს და გადაიტანეს საწოლში. მეორე დილით იგი მკვდარი იპოვეს ბენჯი ლეფევრმა (რომელიც ლედ ზეპელინის ტურ მენეჯერი იყო) და ჯონ პოლ ჯონსმა. ბონემი 32 წლის ასაკში დაიღუპა.[34]

სიკვდილის მიზეზად დასახელდა ნარწყევის შედეგად შექმნილი ასფიქსია. სხეულის გაკვეთის შედეგად ნარკოტიკული ნივთიერებები ბონემის სხეულში არ აღმოჩნდა.[35] დაღუპვის მთავარი მიზეზი იყო ალკოჰოლიზმი, რომელიც მუსიკოსს ჯგუფის დაარსების დღიდან მოჰყვებოდა. 1980 წლის 10 ოქტომბერს მის სხეულს ჩაუტარდა კრემაცია.

გავრცელდა ჭორები, თითქოს მის მაგივრად ჯგუფს შეუერთდებიან კოუზი პაუელი, კერმინ ეპისი, ბერიმორ ბარლოუ, საიმონ კირკი ან ბევ ბევანი, მაგრამ დარჩენილმა სამმა წევრმა ოფიციალურად განაცხადეს ჯგუფის დაშლაზე. 1980 წლის 4 დეკემბერს მათ გამოსცეს ოფიციალური პრეს რელიზი, სადაც ითქვა, რომ ბონემის გარეშე ჯგუფი არ იარსებებს. "გვსურს ყველამ იცოდეს, რომ ჩვენი საყვარელი მეგობრის დაკარგვამ და ჩვენსა და მენეჯერს შორის არსებულმა უწყვეტმა ჰარმონიამ, მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამ ყველაფრის ისე გაგრძელება, როგორც ეს ადრე იყო."982 წელს ჯგუფის დარჩენილმა წევრებმა გამოსცეს ლედ ზეპელინის სხვადასხვა სესიიდან დარჩენილი ჩანაწერები, კრებულის Coda სახით. მასში შეტანილია ორი საკონცერტო ნომერი ალბერტ ჰოლის კონცერტიდან (1970), თითო სიმღერა ალბომების Led Zeppelin III და Houses of the Holy სესიებიდან და სამი - In Through the Out Door-ის სესიებიდან. აქვე არის ჯონ ბონემის ინსტრუმენტული ნომერი ჯიმი პეიჯის ელექტრონული ეფექტებით, სახელწოდებით "Bonzo's Montreux".1995 წლის 12 იანვარს ლედ ზეპელინი შეყვანილი იქნა აშშ როკ ენ როლის დიდების დარბაზში. ისინი წარადგინეს ჯგუფ Aerosmith-ის მუსიკოსებმა, სტივ ტაილერმა და ჯო პერიმ. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ ჯეისონ და ზო ბონემები. ჯონ პოლ ჯონსმა ცივად იხუმრა: "მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებსაც ჩემი ტელეფონი გაახსენდათ".[40] მოგვიანებით ჯგუფმა, ტაილერთან და პერისთან, აგრეთვე ჯეისონ ბონემთან (დასარტყამები), ნილ იანგთან და მაიკლ ლისთან ერთად დაუკრა ლედ ზეპელინის რამდენიმე სიმღერა.

1997 წლის 29 აგვისტოს კომპანიამ Atlantic გამოსცა სინგლი "Whole Lotta Love". ეს იყო ჯგუფის პირველი ოფიციალური სინგლი, რომლის გამოცემაც თავად ლედ ზეპელინის წევრების მხრიდან იყო ნებადართული. ბრიტანეთში მან #21 ადგილს მიაღწია.[41]

1997 წლის 11 ნოემბერს გამოიცა ლედ ზეპელინის ალბომი Led Zeppelin BBC Sessions, რომელშიც შეტანილია ჯგუფის თითქმის ყველა ჩანაწერი, რომელიც კომპანიისათვის BBC გაკეთდა.

1998 წელს პეიჯისა და პლანტის ერთობლივი ალბომი Walking Into Clarksdale გამოიცა. მასში შეტანილმა სიმღერამ "Most High" მიიღო "გრემის" ჯილდო საუკეთესო როკ კომპოზიციის კატეგორიაში. წარმატებას მოჰყვა საკონცერტო ტურიც, რომელიც, წინა ტურისგან განსხვავებით, როკ მუსიკისათვის უფრო ტრადიციულ ინსტრუმენტებს ეფუძნებოდა. მიუხედავად ამისა, შესრულდა ბევრი სიმღერა როგორც ლედ ზეპელინის, ასევე ალბომების "No Quarter" და "Walking Into Clarksdale" მასალიდან.

1999 წლის 29 ნოემბერს RIAA-მ გამოაცხადა, რომ ლედ ზეპელინი მესამე ჯგუფია მუსიკის ისტორიაში, რომლის ალბომებსაც მიენიჭა ბრილიანტის დისკების სტატუსი.[42]

2002 წლის ოქტომბერში ბრიტანულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პლანტი და ჯონ პოლ ჯონსი შერიგდნენ და გეგმავენ ტურს.[43] მოგვიანებით პლანტმა და პეიჯმა უარყვეს ეს.[44]

2003 წელს გამოიცა ჯგუფის სამმაგი საკონცერტო ალბომი How the West Was Won და ვიდეო კრებული Led Zeppelin DVD. ორივე გამოცემაში შეტანილია უნიკალური მასალა ჯგუფის არქივებიდან. წლის ბოლოს Led Zeppelin DVD უკვე 520.000-ზე მეტი ასლის რაოდენობით იყო გაყიდული. 2004 წლის შობაზე, Planet Rock-ის მსმენელებმა "Stairway To Heaven" დაასახელეს ყველა დროის საუკეთესო როკ სიმღერად. მათი ხმების მიხედვით შედგენილ რეიტინგში, რომელშიც ათი სიმღერა იყო შეტანილი, აგრეთვე იყო "Whole Lotta Love" (#6) და "Rock and Roll" (#8).[45]

2005 წელს ლედ ზეპელინმა მიიღო გრემის სპეციალური ჯილდო, ხოლო გამოცემის Guitar World მკითხველებმა "Stairway to Heaven" დაასახელეს ყველა დროის საუკეთესო როკ სოლოების სიაში.[46]

2006 წლის მაისში ლედ ზეპელინმა და რუსმა დირიჟორმა ვალერი გერგიევმა მიიღეს პოლარული მუსიკის სპეციალური პრიზი, რომელიც მათ თავად შვედეთის მეფემ გადასცა. ცერემონიაზე ასევე იმყოფებოდა ბონემის ქალიშვილი.[47]

2006 წლის ნოემბერში ლედ ზეპელინი შეყანილი იქნა ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზში. ტელეგადაცემაში მათზე ისაუბრა რამდენიმე მოყვარულმა, ხოლო ჯიმი პეიჯმა მიიღო პრიზი. ამის შემდეგ ჯგუფმა Wolfmother დაუკრა "Communication Breakdown", ლედ ზეპელინის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა.[48][49]

2007 წლის 25 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ლედ ზეპელინი გამოვა აჰმეტ ერტეგუნის, კომპანიის Atlantic Records დამაარსებლის ხსოვნის საღამოზე. აგრეთვე ითქვა, რომ წარმატების შემთხვევაში, ლედ ზეპელინი მსოფლიო ტურსაც ჩაატარებს, მაგრამ პლანტმა ყველაფერი უარყო.

2007 წლის 27 ივლისს კომპანიებმა Atlantic/Rhino და Warner Home Video გამოაცხადეს, რომ 2007 წლის ნოემბერში გამოიცემა ლედ ზეპელინის რამდენიმე საინტერესო რელიზი. ასეც მოხდა - პირველი გამოვიდა Mothership, ჯგუფის სიმღერების კრებული. შემდეგი იყო The Song Remains the Same, რომელიც რესტავრირებული სახით გამოიცა. ამასთან, კომპანიებმა კიდევ ერთი DVD დისკის სავარაუდო გამოცემაზე ისაუბრეს.[50]

2007 წლის 3 ნოემბერს ბრიტანულმა გაზეთმა Daily Mirror გამოაცხადა, რომ მას აქვს ჯგუფის აქამდე ექვსი უცნობი სიმღერის საკუთარი ვებ-გვერდის საშუალებით გაშვების უფლება.

2007 წლის 13 ნოემბერს ლედ ზეპელინის ყველა ნამუშევარი გამოქვეყნდა ქსელის iTunes მეშვეობით.2007 წლის 12 სექტემბერს ჯგუფის პრომოუტერმა ჰარვი გოლდსმიტმა გამოაქვეყნა ოფიციალური პრეს რელიზი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ლედ ზეპელინის დარჩენილი სამი წევრი, ჯეისონ ბონემთან ერთად გამოვა აჰმეტ ერტეგუნისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტზე.[51] ბილეთები ამ კონცერტზე გათამაშდა სპეციალური ლატარიის მეშვეობით. მთელი შემოსავალი გადაირიცხა აჰმეტის სახელობის ფონდში. ვებ გვერდი, რომელზეც თამაშდებოდა ბილეთები, გადაიტვირთა ერთდროულად მრავალი ათასი მომხმარებლის ვიზიტის გამო და გაითიშა. 20.000 ბილეთზე გამოჩნდა ერთი მილიონი მსურველი. ამასობაში, პეიჯმა გაზარდა ჯგუფის მიმართ ინტერესი და ახსენა, რომ სავსებით შესაძლებელია, ლედ ზეპელინმა დაიწყოს მუშაობა ახალ მასალაზე.[52][53] ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ მოეწყობა მსოფლიო ტური.[54]

2007 წლის 1 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯიმი პეიჯმა მოიტეხა მარცხენა ხელის შუა თითი და გაერთიანება გადაიდო 10 დეკემბრამდე.[55]

კატეგორია: საკითხავი | ნანახია: 263 | დაამატა: guka333 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


Copyright MyCorp © 2017 Make a free website with uCoz