ლუქსემბურგი არის ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დედაქალაქი, ამავდროულად
ამ სახელმწიფოს ყველაზე დიდი ქალაქი და არის აგრეთვე ამავე სახელწოდების
კანტონისა და ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. ლუქსემბურგი წარმოადგენს
ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფინანსო ცენტრს და ბრიუსელისა და სტრასბურგის
შემდეგ ევროპის კავშირის მესამე სამთავრობო ქალაქად ითვლება.