Мой сайт ხუთშაბათი
2024-04-18
6:16 PM
მოგესალმები Guest | RSS მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ახალი ამბები [5]
გამოგონება [3]
გასართობი [4]
დღის ფოტო [7]
ვიდეოები [8]
კრიატივი [1]
ლაშქრობები [0]
რეკლამები [2]
რეკორდები [1]
საქართველო [8]
საკითხავი [27]
სამხედრო [7]
სასარგებლო [32]
სურათები [27]
უკატეგორიო [9]
ნაცნობი [8]
გაკვეთილები - LESSONS [10]
ფილმები ონლაინში [0]

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რას ფიქრობთ საიტზე?
სულ პასუხი: 89

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2010 » მარტი » 19 » მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფია
5:32 PM
მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფია

ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე და სიმღერების ავტორი – მაიკლ ჯექსონი 1958 წლის 29 აგვისტოს ინდიანას შტატში, ქალაქ გარში დაიბადა. ცხრა შვილიდან მეშვიდე იყო. 6 წლის ასაკში მაიკლი უკვე კარგად ცეკვავდა და მღეროდა, როგორც შემდეგ დედამისი იხსენებდა: „მაიკლი დაბადებიდანვე განსხვავდებოდა დანარჩენი დედ-მამიშვილებისგან, ის ისეთი არ იყო, როგორც ყველა". მან მალე სიარული, ლაპარაკი დაიწყო და ძალიან მოძრავი იყო, მართალია, მომღერლის დედას არ უყვარდა ბავშვების ქება, მაგრამ ის მხოლოდ მაიკლისთვის უშვებდა გამონაკლისს: „არ დავიწყებ მტკიცებას, რომ ვუნდერკინდია, მაგრამ მასში არის რაღაც განსაკუთრებული".

უსაზღვრო ენერგიის მქონეს, არ უყვარდა სხვებზე მბრძანებლობა, ყოველ დილით, სახლთან მეზობელი ბავშვები იკრიბებოდნენ და ელოდნენ, თუ როდის გამოაცხადებდა მაიკლი თამაშის დაწყებას, რომელსაც შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში თამაშობდნენ. ჯექსონის ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა და მის პატარა სამყაროში ის უკვე ცნობილი იყო.

11 წლის ასაკში მაიკლი საოჯახო პროექტის „Jackson 5"–ის სოლისტი გახდა. ძმები ჯექსონები ხმის ჩამწერ სტუდიასთან „Motown" თანამშრომლობდნენ. ალბომებს „Off the Wall", „Thriller" და „Bad", ლომის წვლილი მიუძღვით მაიკლის წარმატებაში. 1971 წელს, 13 წლის ასაკში, მან საუკეთესო ალბომები ჩაწერა, რომელთა შორისაც – „Got to Be There", „Rockin’ Robin" და „Ben" იყო. 1978 წელს ის გადაიღეს ფილმში – „ჯადოქარი". იმავე წელს მაიკლმა მუსიკალური რეჟისორი ქუინს ჯოუნგი გაიცნო, რომელიც შემდგომში მისი საუკეთესო ალბომების პროიუსერი გახდა.

ალბომით „Off the Wall" მსოფლიომ ნიჭიერი, ახალი იდეებით სავსე ახალგაზრდა გაიცნო. ჩარტებში მაშინვე საუკეთესო პოზიციებზე მოხვდა „Don’t Stop ‘Til You Get Enough" და „Rock With You". 1982 წელს ალბომის „Thriller" პრეზენტაცია გაიმართა, რომელმაც გამოაცოცხლა და სამუდამოდ შეცვალა შოუ–ბიზნესი. ალბომში შვიდი განუმეორებელი ჰიტი შედიოდა: „The Girl Is Mine", „Billie Jean", „Beat It", „Wanna Be Startin’ Somethin’", „Human Nature", „P.Y.T. (Pretty Young Thing)" და „Thriller".

პოპის მეფის ცხოვრება სავსე იყო სკანდალებით, მომღერალს საშინლად არ მოსწონდა საკუთარი ცხვირი და აფრო-ამერიკული გარეგნობა. ხშირად აღიზიანებდნენ ძმებიც, მამა ბავშობაში მახინჯს ეძახდა და როგორც კი შემოსავლის წყარო გაუჩნდა, მაშინვე დაიწყო გარეგნობის შეცვლა. არსებობს მეორე ვერსია, რომლის თანახმადაც, მაიკლმა მიმართა ექიმს მძიმე დამწვრობით, რომელიც „პეპსის" რეკლამის გადაღებების დროს მიიღო. ის ამბობდა: „მე მივაღწევ იმას, რომ მთელმა მსოფლიომ მცნოს და თქვან: მე მიყვარს მაიკელ ჯეკსონი და მისი მუსიკა და ჩემი კანის ფერს მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება!".

1983 წელს, ხმის ჩამწერი სტუდიის „Motown" 25 წლის იუბილეზე, მაიკლმა მსოფლიოს სიმღერის 14 წუთიანი ვიდეორგოლი წარუდგინა. ჯექსონის რევოლიციური კლიპები მიმზიდველი იყო ახლად გახსნილი „MTV"–თვის. ალბომი „Thriller", რვა გრემის პრემიით და შვიდი „American Music Awards"–ით (ამერიკული მუსიკალური პრემია) დაჯილდოვდა. 1985 წელს, ზემოთხსენებული ალბომი გინესის რეკორდების წიგნში, გაყიდული ეგზემპლარების რეკორდული ნიშნულით განთავსდა. 2001 წლის ივლისამდე ამერიკაში ალბომის 26, მთელ მსოფლიოში კი 51 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

1984 წელს მაიკლმა ძმებთან ერთად ალბომი „Victory" ჩაწერა და ტურნე მოაწყო. 1987 წელს გამოშვებულმა ალბომმა „Bad" შვიდი ჰიტი აჩუქა მსოფლიოს, რომლებიც ლიდერობდნენ ჰიტ-პარადებში: „I Just Can’t Stop Loving You", „Bad", „The Way You Make Me Feel", „Man in the Mirror" და „Dirty Diana".

მისი ყოველი ნაბიჯი მას-მედიის ინტერესის ობიექტი ხდებოდა. დროის უმეტეს ნაწილს მაიკლი ნევერლენდის რანჩოში ატარებდა. 1991 წლის ბოლოს გაყიდვაში გამოდის ჯექსონის ახალი ალბომი „Dangerous". 1995 წელს კი „HIStory: Past, Present and Future – Book I". ამ უკანასკნელში 15 სიმღერა შევიდა. მომღერალმა სადებიუტო სინგლი „Scream" დასთან, ჯანეტთან ერთად, ჩაწერა. მაიკლი თანამშრომლობდა პროდიუსერებთან როდნეი ჯერკინსთან , თედი რილეისთან, რ.კელისთან და ფრიზთან.

1994 წელს ჯეკსონი როკ-ენ-როლის მეფის, ელვის პრესლის შვილზე, ლიზა მარია პრესლიზე დაქორწინდა. ბევრმა ეს ქორწინება როგორც გამოჩენილი მომღერლის ფანდი ისე აღიქვა, რომლის მეშვეობითაც მაიკლს სურდა, თავისი პოპულარობა უფრო განემტკიცებინა, ეს ქორწინება 2 წელში დასრულდა. განშორების შემდეგ მარია პრესლიმ ჟურნალ „ფლეიბოისთან"ინტერვიუს დროს განაცხადა: „ეს იყო სისულელე, მაგრამ მე ამას მივხვდი ერთი წლის შემდეგ, ის საერთოდ არ არის სექსუალურად მიმზიდველი მამაკაცი, მასში თითქოს იყო რაღაც გამოუცნობი და მეჩვენებოდა, რომ მე შეყვარებული ვიყავი. რაც შეეხება შვილებს, ის მაძალებდა გამეჩინა, მაგრამ მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი".

მაიკლის მეორე ქორწინება შედარებით წარმატებული გამოდგა. 1996 წლის ბოლოს მან ცოლად დები როუ მოიყვანა. მათ ეყოლათ ვაჟიშვილი და გოგონა, 1999 წელს ისინი დაშორდნენ. ხმა ხელოვნურად განაყოფიერებაზე და ჯეკსონის მამობაში ეჭვის შეტანაზე, არ წყდებოდა. არავისთვის იყო საიდუმლო, რომ დები, უბრალოდ, ასრულებდა დედის როლს, მან კარგად იცოდა, რომ მაიკლს შვილების ყოლა უნდოდა, რაც ლიზა მარიასთან არ გამოუვიდა. დები როუმ დაშორების შემდეგ განაცხადა: „ჩემი შვილები მე არ მეძახიან დედას, რადგან მე ეს არ მსურდა, ისინი მაიკლის შვილები არიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისენი ჩემი შვილები არ არიან. მე გავაჩინე ისინი იმიტომ, რომ მაიკლი გამხდარიყო მამა, მე მჯერა, რომ მსოფლიოში არიან ადამიანები, რომლებიც შექმნილნი არიან მშობლებად და სწორედ მაიკლია ერთ-ერთი მათაგანი, ის შესანიშნავი ადამიანია, საუკეთესო მეგობარი და ყოველთვის ზრუნავდა ჩემზე იმ დღიდან, როცა გავიცანი. ხალხი ლაპარაკობს, რომ მე ჩემი შვილები მივატოვე, მე ისინი არ მიმიტოვებია, უბრალოდ, ცხოვრობენ და იზრდებიან მამასთან".

იმ შემთხვევის მერეც კი, როდესაც სასტუმროს აივანზე ჯეკსონი აჩვენებდა ბავშვს ჟურნალისტებს და კინაღამ ხელიდან გაუვარდა, ის მაინც კარგ მამად ითვლებოდა, მაიკლს სურდა, ბევრი შვილი ჰყოლოდა. 11-12 შვილზე ოცნებობდა, მაგრამ სურვილი განუხორციელებელი დარჩა.

2001 წელს მაიკლმა ალბომი „Invincible" ჩაწერა, რომელიც მთელ მსოფლიოში ექვს მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა. 2004 წლის 16 ნოემბერს მომღერალმა მსმენელს ახალი ალბომი „Michael Jackson: The Ultimate Collection’ Box Set" წარუდგინა. კრებული შედგებოდა ხუთი დისკისგან, რომელიც 57 სიმღერას, 13 ძველ ჩანაწერს და 1992 წლის კონცერტის DVD–ვერსიას მოიცავდა.

2008 წელს გამოვიდა ჯექსონის ბოლო ალბომი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ჯგუფების „Black Eyed Peas " და „will.i.am" სოლისტები, აგრეთვე რეპერები „Akon" და „Kanye West".

2009 წლის აპრილში ექიმებმა ჯეკსონს კანის კიბო აღმოუჩინეს, მაგრამ მომღერლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია უარყო. 2009 წლის 25 ივნისს ლოს-ანჯელესში მისივე საცხოვრებელ სახლში, პოპ-მუსკის ლეგენდა წაიქცა, ნომერზე – 911, ადგილობრივი დროით, 12:21 წუთზე დაირეკა, როდესაც ექიმები მივიდნენ, ჯეკსონს უკვე სუნთქვა შეწყვეტილი ჰქონდა, მას სწრაფად ჩაუტარეს გულის ოპერაცია, მაგრამ კომაში ჩავარდა და კალიფორნიის სამედიცინო უნივერსიტეტში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პოპის მეფის დაკრძალვის ცერემონია რამდენჯერმე გადაიდო. თავდაპირველად, მომღერლის დასაფლავების ცერემონიალი 29 აგვისტოს, მის დაბადების დღეზე იგიგმებოდა, მაგრამ დაკრძალვა ნათესავების მოთხოვნით, 3 სექტემბრისთვის გადაიდო. ოჯახის ადვოკატი – ბრაიან ოკსმანი კი ირწმუნება, რომ მომღერლის სხეული 6 აგვისტოს მიაბარეს მიწას.

იგი კალიფორნიის ტერიტორიაზე, მემორიალურ პარკში – „Forest Lawn Glendale", ცნობილი მსახიობების და მომღერლების გვერდით დაკრძალეს. ჯექსონი ცნობილი სასაფლაოს მავზოლეუმში მერი პიკფორდის, ჰემფრი ბოგარტას, ნატ კინგ კოულის და უოლტ დისნეის გვერდით განისვენებს. „Associated Press"-ის ინფორმაციით, დაკრძალვის ცერემონიას მხოლოდ მომღერლის ნათესავები და დაახლოებით 200 უახლოესი მეგობარი ესწრებოდა, რომელთა შორისაც იყვნენ ელიზაბეტ ტეილორი, მაკალეია კალკინა და სტივ უანდერი.

დღემდე არ არის დადგენილი, თუ რა გახდა 50 წლის მომღერლის გარდაცვალების მიზეზი. შეგახსენებთ, რომ სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მწვავე ინტოქსიკაციის მიზეზი ანესტეტიკი „პროპოფოლი" გახდა. 50 წლის მომღერლისთვის პროპოფილის მოქმედება სასიკვდილო სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების გამო გახდა.

სხვა მონაცემებით, კი სიკვდილის მიზეზი პროპოფოლით კი არა, „პრეპარატების სასიკვდილო კომბინაციით" იყო გამოწვეული. ჯექსონის გარდაცვალების დღეს, მისმა პირადმა ექიმმა აგანაცხადა რომ, პაციენტს „ვალიუმი" (დიაზეპამი), „ატივანი" (ლორაზეპამი) და „ვერსედი" ( მიდაზოლამი) ერთდროულად მიაღებინა.

მაიკლ ჯექსონი 26 ივნისს გარდაიცვალა. უთავბოლო, დაძაბული ბედი, საეჭვო რეპუტაცია და სისტემატური ხმა გაკოტრებაზე. მარტო ეს არ იყო ერთადერთი ტვირთი, რითაც მაიკლ ჯექსონი ემზადებოდა, შეხვედროდა ნახევარსაუკუნოვან იუბილეს… 29 აგვისტოს პოპის მეფეს 50 წელი უსრულდებოდა…

მაიკლ ჯექსონი იყო: ჰუმანიტარული კოლეჯის საპატიო კურსდამთავრებული; ფირმის „MJJ Productions" პრეზიდენტი; კომპანია „Mijac Music" პრეზიდენტი; მსოფლიო კარატის ფონდის საპატიო წევრი; „Heal the World" ფონდის დამაარსებელი; ფილოსოფიის დოქტორი და ქველმოქმედი. მაიკლ ჯექსონმა მიიღო უამრავი ჯილდო. ის მფლობელია ოცამდე „გრემის", „World Music Awards", „NAACP Image Awards", „American Music Awards", „Billboards Awards", „Black Gold Awards", „Crystal Globe Awards", „Ebony Magazine Awards", „Guinness Book of Records", „Hollywood Star", „MTV Awards", „People’s Choice Awards", „NARM", „Bravo Magazine", „Ebony Magazine", „American Achievement Award", „MTV Vanguard Awards", „Soul Train Award", „UNCF", „American Dance Award", „BET", „British TV Industry Awards", „British Phonographic Industry Awards", „British Academy of Music Awards", „Cashbox", „Critic’s Choice Awards", „Entertainment Tonight", „Friday Night Video", „Forbes", „National Urban Coalition", „Rolling Stone Magazine", „U.K. TV Show", „Vanity Fair Awards", „Video Software Dealer Association Awards", „Emmy Nominee", „BMI Awards", „Boy Scouts of America", „Capital Children Museum", „Music Connection", „Sony Entertament", „ NABOB, Operation One to One Award", „President of U.S.", „George Bush", „Crenshaw Community Youth and Arts Foundation", „Smash Hits Awards", „Pop Rock Magazine".

პერსონალური ვებ–გვერდი: http://www.michaeljackson.com

დისკოგრაფია

„Got to be there" 1972

„Ben" 1972

„Music and me" 1973

„Forever, Michael" 1975

„Off the wall" 1979

„Thriller" 1982

„Bad" 1987

„Dangerous" 1992

„History (2cd)" 1995

„Invincible" 2001

კატეგორია: საკითხავი | ნანახია: 954 | დაამატა: OnlyMe | რეიტინგი: 1.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


Copyright MyCorp © 2024 Make a free website with uCoz