Мой сайт პარასკევი
2018-04-20
9:27 AM
მოგესალმები Guest | RSS მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ახალი ამბები [5]
გამოგონება [3]
გასართობი [4]
დღის ფოტო [7]
ვიდეოები [8]
კრიატივი [1]
ლაშქრობები [0]
რეკლამები [2]
რეკორდები [1]
საქართველო [8]
საკითხავი [27]
სამხედრო [7]
სასარგებლო [32]
სურათები [27]
უკატეგორიო [9]
ნაცნობი [8]
გაკვეთილები - LESSONS [10]
ფილმები ონლაინში [0]

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რას ფიქრობთ საიტზე?
სულ პასუხი: 89

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2010 » მარტი » 27 » მესმერიზმი
3:10 PM
მესმერიზმი

მესმერიზმის საფუძვლების შემზადება დაიწყო მაშინ, როცა აღორძინების ეპოქის ფონზე ევროპაში გაძლიერდა ინტერესი ანტიკური თუ აღმოსავლური კულტურის, მათ შორის მედიცინის მიმართ.

ამ ინტერესის შედეგად ევროპულ მედიცინაში გავრცელდა აღმოსავლეთისთვის ტრადიციული მკურნალობა მინერალებით, რაც დაუკავშირდა ევროპული მეცნიერების და ტექნიკის იმდროინდელ აღმოჩენებს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მაგნიტის ფენომენმა. საფუძველი ცაეყარა მაგნიტის მკურნალობაში გამოყენებას.

ფრანც ანტონ მესმერი მედიცინის, სამართლის და ფილოსოფიის დოქტორი იყო. იგი მკურნალობისთვის იყენებდა მაგნიტს. მესმერი სხეულის გასწვრივ უტარებდა მაგნიტს პაციენტებს, რაც მათ ტრანსში აგდებდა. ტრანსის შემდეგ პაციენტები განკურნებული იღვიძებდნენ. მოგვიანებით მესმერმა შეამჩნია, რომ მაგნიტის ანალოგიურ შედეგს იძლეოდა მხოლოდ ხელის გატარება სხეულის გასწვრივ ("პასები”). მას ამ ფაქტმა გაუჩინა იდეა, რომ მაგნიტურ ძალას ფლობს მისი სხეული. მესმერი მიიჩნევდა, რომ მაგნეტიზიორი საკუთარი "ცხოველური მაგნეტიზმის” საშუალებით ახდენს პასებით პაციენტის სხეულში ფლუიდების იმგვარ ჰარმონიულ გადანაწილებას, როგორიც მთელ სამყაროშია. მესმერის მეთოდი პოპულარული გახდა მთელ ევროპაში, მისკენ დაიძრნენ პაციენტები სხვადასხვა ქვეყნიდან.


მესმერმა თავის კონცეფცია 1774 წელს წარუდგინა საფრანგეთის აკადემიის და სამეფო სამედიცინო საზოგადოების გაერთიანებულ კომისიას. მათმა აპარატურამ მაგნეტიზმის კვალი ვერ იპოვნა და მიღებული თერაპიული შედეგები მიაწერა… წარმოსახვას. ეს, ფაქტიურად, ფსიქოთერაპიის ისტორიაში, პირველი ფსიქოლოგიური ჰიპოთეზა იყო. კომისიამ მკაცრად გააკრიტიკა როგორც კონცეფცია და მეთოდი, ასევე მათი ავტორი. კომისიის დასკვნამ მოგვიანებით გავლენა მოახდინა საზოგადოებაზეც, რომელმაც გარიყა მესმერი. იგი შვეიცარიაში მარტოობასა და სიღარიბეში გარდაიცვალა.

მესმერიზმისთვის სამყარო გაჟღენთილია თავისებური უხილავი სუბსტანციით – მაგნიტური ფლუიდით, რომელიც საგანთა და ცოცხალ არსებათა ურთიერთობას განსაზღვრავს. ცოცხალი ორგანიზმის მაგნიტურ ფლუიდებს "ცხოველური მაგნეტიზმი” ეწოდა, რომლის კონცენტრაციის უნარი აქვს ზოგიერთ ადამიანს (მაგალითად მათ, ვისაც შეუძლია დადებითი ან უარყოფითი გავლენა მოახდინოს სხვა ადამიანზე). ითვლებოდა, რომ ავადმყოფობა პაციენტის სხეულში ფლუიდების არათანაბარი გადანაწილების შედეგია, რაც უნდა გააწონასწოროს მკურნალობამ, კერძოდ – მესმერულმა პასებმა.

P.S მესმერიზმ-ი – ანტიმეცნიერული სამედიცინო სისტემა, რომლის მიხედვითაც თითქოს პლანეტები მოქმედებენ ადამიანზე განსაკუთრებული მაგნიტური ძალით, რაც კეთილმყოფელ გავლენას ახდენს ყველა დაავადების მიმდინარეობაზე; ფართოდ იყო გავრცელებული მე-18 ს.-ის ბოლოს საფრანგეთსა და გერმანიაში [ავსტრიელი ექიმის ფ. მესმერის Mesmer, 1734-1815 წწ.) გვარის მიხედვით, რომელმაც შექმნა ეს სისიტემა].


კატეგორია: სასარგებლო | ნანახია: 522 | დაამატა: OnlyMe | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


Copyright MyCorp © 2018 Make a free website with uCoz