Мой сайт ხუთშაბათი
2024-03-28
3:42 PM
მოგესალმები Guest | RSS მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ახალი ამბები [5]
გამოგონება [3]
გასართობი [4]
დღის ფოტო [7]
ვიდეოები [8]
კრიატივი [1]
ლაშქრობები [0]
რეკლამები [2]
რეკორდები [1]
საქართველო [8]
საკითხავი [27]
სამხედრო [7]
სასარგებლო [32]
სურათები [27]
უკატეგორიო [9]
ნაცნობი [8]
გაკვეთილები - LESSONS [10]
ფილმები ონლაინში [0]

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რას ფიქრობთ საიტზე?
სულ პასუხი: 89

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2010 » მარტი » 14 » მშვიდობა თუ კატასტროფები?
9:55 PM
მშვიდობა თუ კატასტროფები?

ორი ასეული წლის წინ ლაიელმა გამოაქვეყნა თავისი ნაშრომები, რომლის უნიფორმისტულმა საბუნებისმეტყველო მეცნიერულმა თეორიებმა დაიპყრო ადამიანების შეხედულებები და პრაქტიკულად მთლიანად გაბატონდა მათზე.
მის თანახმად, სამყაროსა და დედამიწაზე მიმდინარე პროცესები ხდებოდა და მოხდება ისეთივე სახით, როგორც ხდება დღევანდელ დღეს. ლეგენდარული ბრმა ბრძენის მსგავსად , რომელიც სპილოს კუდზე ხელის შეხების შემდეგ ამტკიცებდა, რომ სპილო არის რაღაც გრძელი და წვრილი, ასევე უნიფორმიზმის პოზიციებზე მდგომი ბუნებისმეტყველნი გვიხატავენ სურათს მილიარდი წლების მშვიდ და ერთფეროვან კეთილდღეობაზე როგორც წარსულში, ასევე მომავალში.

მაგრამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტი მეცნიერი უბრუნდება კატასტროფიზმის ტრადიციულ პოზიციებს. ისინი აცხადებენ, რომ დედამიწის ისტორია მოიცავს მხოლოდ ცალკეულ, შედარებით მშვიდ პერიოდებს, რომელთა შორისაც ხდებოდა როგორც ლოკალური, ასევე გლობალური მასშტაბების კატასროფული მოვლენები, და რომ სწორედ ამ კატასტროფებმა ითამაშეს განსაზღვრული როლი ჩვენი პლანეტის თანამედროვე ფორმით ჩამოყალიბებაში. კატასტროფიზმის ერთ-ერთი მომხრის ხატოვანი გამონათქვამით, ჩვენი პლანეტის გეოლოგიური ისტორია იმ ჯარისკაცის ცხოვრებას ჰგავს, რომლის ხანგრძლივი მოწყენილობის პერიოდები მოკლე საშინელი პერიოდებით იცვლება ხოლმე.

გლობალურ კატაკლიზმებზე საუბრის დაწყებისთანავე გვახსენდება მსოფლიო წარღვნა, რომელიც აღწერილია შესაქმის წიგნის VI, VII და VIII თავებში. დასაწყისში ბიბლიის კრიტიკოსებმა აღმოაჩინეს ბიბლიური გადმოცემის მსგავსი ძველი შუმერული და ბაბილონური მოთხრობები წარღვნის შესახებ და ნაჩქარევად შესაქმის წიგნს მეზობელი ერებისგან ნასესხები მითებისა და ლეგენდების კრებული უწოდეს. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური წყალდიდობის აღწერის ბიბლიისეული ელემენტები აღმოაჩინეს ასევე 59 – ჩრდილოამერიკული ტომის, 46 – ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის, 17 – აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის, 23 – აზიის, 37 – ავსტრალიის კუნძულებისა და 31 – ევროპის ეთნიკური ჯგუფების ძველი ბინადრების ფოლკლორებში, რის შემდეგაც ცოტას თუ დარჩა ეჭვი იმის შესახებ, რომ შესქმის აღმწერი მოსე ასეთი შორეული ფოლკლორული ექსპედიციების მოწყობას ვერ შეძლებდა. გაცილებით სარწმუნოა, რომ მთელი კაცობრიობის მეხსიერება ინახავს გადმოცემას ერთი და იმავე მოვლენის შესახებ.

მართლაც, დედამიწის პრაქტიკულად ყველა ერი, რომელითაც ეპიკური ფოლკლორისა და საღმრთო ტექსტების ტრადიცია გააჩნიათ, არ ივიწყებს გიგანტურ მსოფლიო წარღვნას. აღსანიშნავია, რომ ყველა აღმოჩენილი გადმოცემა ინარჩუნებს სამ საერთო ძირითად თვისებას:

1) დედამიწაზე მთელი თავდაპირველი ცხოვრება განადგურებულ იქნა შეუდარებელი კატაკლიზმით;

2) მთელი ახლანდელი ცხოვრება წამოვიდა ერთი ადამიანიდან, რომელმაც

3) ზებუნებრივი ძალით მიიღო გაფრთხილება მომავალი კატასტროფის შესახებ, ააშენა და აღჭურვა ხომალდი, რომელზეც წარღვნა ოჯახთან ერთად გადაიტანა.

უმეტეს მოთხრობებში შემონახულია ის დეტალებიც, რომლებიც მიუთითებენ, რომ წარღვნის მიზეზი გახდა ცოდვა; რომ გადარჩენილმა მართალმა კაცმა მიიღო ზებუნებრივი გაფრთხილება მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ; რომ ხომალდზე აყვანილი იყვნენ ცხოველები და ფრინველები (უფრო დაწვრილებით ისტორიებში ეს უკანასკნელნი გამოიყენებიან დასაზვერად); რომ ხომალდი შეჩერდა მთაზე; რომ ხომალდის ბინადართა თავგადასავალი დამთავრდა სამადლობელი მსხვერპლშეწირვით.

საკვირველი არც არის, რომ სხვადასხვა ხალხის ზეპირ გადმოცემებში, აღნიშნულმა მოთხრობებმა დამახინჯება განიცადა გარკვეული სახით და ფოლკლორული თავისებურებების ელემენტები შეიძინა. მიუხედავად ამისა, ბიბლიის წერილობითმა ფორმამ ეს გადმოცემა მთელი სისრულით შემოინახა.

წყარო : სერგეი გოლოვინი-მითი. ლეგენდა თუ რეალობა?

კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 799 | დაამატა: OnlyMe | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


Copyright MyCorp © 2024 Make a free website with uCoz