Мой сайт შაბათი
2017-11-25
12:09 PM
მოგესალმები Guest | RSS მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ახალი ამბები [5]
გამოგონება [3]
გასართობი [4]
დღის ფოტო [7]
ვიდეოები [8]
კრიატივი [1]
ლაშქრობები [0]
რეკლამები [2]
რეკორდები [1]
საქართველო [8]
საკითხავი [27]
სამხედრო [7]
სასარგებლო [32]
სურათები [27]
უკატეგორიო [9]
ნაცნობი [8]
გაკვეთილები - LESSONS [10]
ფილმები ონლაინში [0]

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რას ფიქრობთ საიტზე?
სულ პასუხი: 89

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2010 » მარტი » 27 » მსოფლიოს 10 ყველაზე გავლენიანი ადამიანი.
7:15 PM
მსოფლიოს 10 ყველაზე გავლენიანი ადამიანი.

ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ ისტორიის შექმნაში. ისინი გავლენას ახდენენ კონკრეტული პერიოდის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ სხვა სფეროში მიმდინარე პროცესებზე. ზოგჯერ ისინი სულაც არ თამაშობენ დადებით როლს, თუმცა თავიანთი ქარიზმატული და ლიდერული თვისებებით მნიშვნელოვან და დაუვიწყარ პიროვნებას ქმნიან.

დღესდღეობით, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი პიროვნებები არიან ისინი, ვინც მთლიანად არიან ჩართულნი საერთაშორისო მოვლენებში და გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ათი ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში უმეტესად პოლიტიკური მოღვაწენი ხვდებიან სხვა სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლებთან ერთად.

1. დალაი ლამა – ათ მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში მუდამ ხვდება ტიბეტელი ხალხის სულიერი და პოლიტიკური ლიდერი.

დალაი ლამა დაიბადა ტიბეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პატარა სოფელში. მის უწმინდესობად იგი აღიარეს ორი წლის ასაკში ტიბეტური ტრადიციებიდან გამომდინარე, როგორც წინამორბედი დალაი ლამა მე-13-ს რეინკარნაცია.
დალაი ლამა ცნობილია თავისი დაუღალავი წინააღმდეგობით ჩინეთის მთავრობის მიმართ ჩინეთის მიერ ტიბეტის დაპყრობის დროს. 1959 წელს ტიბეტის აღების შემდეგ იგი გაიქცა ინდოეთში სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, მასთან ერთად 80, 000 ათასი ტიბეტელი ლტოლვილი გაიქცა სამშობლოდან.

დალაი ლამა ამჟამად 72 წლის არის და კვლავ ტიბეტელი ხალხის მთავარ სულიერ წინამძღოლად ითვლება. მან მთელი მისი ცხოვრება მიუძღვნა ძალადობასთან ბრძოლას. მისი სიტყვებით: ”ჩვენ (ადამიანები) აღმატებული სახეობა ვართ დედამიწაზე, მაგრამ ამავე დროს პრობლემების ყველაზე დიდი შემქმნელები.”

2. ბარაკ ობამა – ვიდრე პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს, ბარაკ ობამა იყო აშშ-ს უმცროსი სენატორი ილინოისის შტატიდან.

ბარაკ ჰუსეინ ობამა დაიბადა 1961 წლის 4 აგვისტოს ჰავაიზე. იგი არის ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პირველი აფრო-ამერიკელი პრეზიდენტი.

3. ვლადიმერ პუტინი – რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა გახდა მსოფლიო პოლიტიკაში უკანასკნელი წლების მანძილზე. იგი რუსეთი მეორე პრეზიდენტია ბორის ელცინის შემდეგ 2000 წლიდან 2008 წლამდე, რადგანაც 2004 წელს მეორე ვადით იქნა არჩეული.
დღესდღეობით იგი არის რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრი და მმართველი პარტიის ლიდერი.

4. ჯორჯ ბუში – აშშ-ს 43 პრეზიდენტი, ხოლო პრეზიდენტობამდე ტეხასის შტატის გუბერნატორი.
2001 წლის 11 სექტემბრის ცნობილი ტერორისტული აქტი ბუშის პრეზიდენტობაში გადამწყვეტი მომენტი იყო. მან გლობალური ომი გამოაცხადა ტერორიზმის წინააღმდეგ. იმავე წელს ავღანეთში წამოიწყო ომი, ხოლო 2003 წელს ერაყში შეიჭრა. ბუშს საკმაოდ ბევრი ოპონენტი ჰყავდა და ჰყავს დღემდე თავისი საგარეო პოლიტიკური კურსისა და ერაყში ომის გამო.

5. ოფრა უინფრი – ოფრა უინფრი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი და ტელეწამყვანია. იგი საკუთარი თოქ-შოუს ”ოფრა უინფრის შოუ”-ს წამყვანია, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს უკვე მრავალი წელია.

ოფრა უინფრი ჟურნალმა ” Time ”-მა მე-20 საუკუნის 100 ყველაზე გავლენიან ადამინაების სიაში შეიყვანა. 1998 წელს მას უამრავი ჯილდო აქვს, როგორც ტელევიზიის სფეროში, აგრეთვე საგამომცემლო საქმიანობისთვისაც. იგი აგრეთვე არის Oxygen Media, Inc.-ს პარტნიორი, რომელიც არის სპეციალურად ქალებისათვის განკუთვნილი საკაბელო არხისა და ინტერაქტიული ქსელის წარმომადგენელი.

2000 წელს მან წარადგინა "Use Your Life Award” პროექტი რომელიც 100,000 აშშ დოლარით აჯილდოებს მას ვინც თავის სიცოცხლეს იყენებს იმისათვის, რათა სხვებს გაუუმჯობესოს სიცოცხლე. როდესაც ” Forbes”-მა გამოაქვეყნა აშშ-ს მილიარდერების სია 2003 წელს აღმოჩნდა, რომ ოფრა პირველი აფრო-ამერიკელი ქალია, რომელიც მილიარდერი გახდა.

6. ბილ გეითსი – Microsoft-ის თავმჯდომარე, მისი პროგრამების არქიტექტორი და მრავალი ადრეული პერსონალური კომპიუტერული პროგრამების შემქმნელი. გეითსი პერსონალური კომუტერების რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია.

ცნობილია, რომ გეითსი ყველაზე მდიდარი კერძო მეწარმეა მსოფლიოში 50 მილიარდიანი წმინდა შემოსავლით. მისი კარიერის მანძილზე მაიკროსოფტში მას ეკავა მთავარი აღმასრულებლისა და კომპიუტერული პროგრამების მთავარი არქიტექტორის პოზიცია. იგი ორგანიზაციაში კვლავაც ყველაზე დიდი მეწილეა საერთო აქციების 8 პროცენტზე მეტით. გეითსი აგრეთვე არის მრავალი წიგნის ავტორი და თანაავტორი. გარდა ამისა, ის და მისი მეუღლე საკმაოდ დიდ საქველმოქმედო ფონდს უდგანან სათავეში.

7. ოსამა ბინ ლადენი – ცნობილი საუდის ბინ ლადენის ოჯახის წევრი და ჯიჰადისტური ორგანიზაციის ალ-ქაიდას დამაარსებელი. ის ტერორისტად არის შერაცხული ჟურნალისტების, ანალიტიკოსებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ. 1996 და 1998 წლებში სხვა ისლამურ სამხედრო ლიდერებთან ერთად, ბინ ლადენმა გამოაცხადა ორი რელიგიური ომი (ფატვა). ამ ომების მიზანი იყო ის, რომ მუსლიმანებს უნდა ეიძულებინათ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები სამხედრო ძალები გაეყვანათ არაბეთის ნახევარკუნძულიდან. ამას აკეთებდნენ ამერიკულ სამხედრო და სამოქალაქო სამიზნე ობიექტებზე შეტაკებებით.

მიუხედავად იმისა, რომ ბინ ლადენი პირადად არ მონაწილეობდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტებში, რომელიც აშშ-ში განხორციელდა, მან თავისთავზე აიღო ყველა პასუხისმგებლობა.

8. ბონო – როკ-მუსიკოსი და ცნობილი ქველმოქმედი, აქტივისტი. მისი ნამდვილი სახელი და გვარია პოლ დევიდ ჰიუსონი, დაიბადა და გაიზარდა დუბლინში, ირლანდიაში. ის არის ცნობილი ირლანდიური ბენდის U2-ს სოლისტი. გარდა მუსიკალური მოღვაწეობისა, ბონო აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ჰუმანიტარულ საქმოანობაში. მან მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს მესამე სამყაროს ქვეყნებისაგან ვალის დაბრუნებაზე უარი ეთქვათ და მიუთითა შიდსის ვირუსის პანდემიაზე აფრიკაში.

სწორედ თავისი აქტიურობით ამ საფეროში, ბონო გახდა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფილანტროპისტი შემსრულებელი. იგი არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ნომინირებული იყო ოსკარზე, ოქროს გლობუსზე, გრემიზე და ნობელის პრემიაზე. ნობელის პრემიაზე ბონო ნომინირებული იყო 2003, 2005 და 2006 წლებში. 2002 წელს ის დასახელდა 100 უდიდეს ბრიტანელს შორის, რომელიც სახალხო გამოკითხვებით შეირჩა. 2004 და 2006 წლის სპეციალურ გამოშვებებეში კი ”Time Magazine”-მა ბონო 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა. 2005 წელს ბონო გახდა წლის ადამიანი ბილ გეითსსა და მელინდა გეითსს შორის.

9. სტივენ ჯობსი – ეფლის კომპიუტერების საწარმოს თანადამფუძნებელი და პერსონალური კომპიუტერული ერის პიონერი. იგი დაიბადა 1955 წლის 24 თებერვალს კალიფორნიაში. სტივ ჯობსი ”Fortune Magazine”-ის სიაში 2007 წლის ყველაზე გავლენიან ბიზნესმენთა შორის მოხვდა.

10. სერგეი ბრინი – Google-ის ტექნოლოგიის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი.

დაიბადა მოსკოვში, 1973 წლის 21 აგვისტოს. განათლება მიიღო მათემატიკურ და კომპიუტერულ მეცნიერებაში მერილენდის უნივერსიტეტში. Google-ი მან შექმნა თავის მეგობარ ლარი პეიჯთან ერთად.

ბრინი ამჟამად არის Technology at Google-ის პრეზიდენტი და მისი ქონება შეადგენს 18.5 მილიარდ დოლარს. 2007 წლის მონაცემებით ყველაზე მდიდარ ადამიანებში მას 26-ე ხოლო აშშ-ს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მეხუთე პოზიცია უკავია ლარი პეიჯთან ერთად. ბრინი აგრეთვე არის მეოთხე ადგილზე ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერებს შორის მსოფლიოში.

კატეგორია: სასარგებლო | ნანახია: 365 | დაამატა: OnlyMe | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


Copyright MyCorp © 2017 Make a free website with uCoz