Мой сайт პარასკევი
2024-04-19
5:55 PM
მოგესალმები Guest | RSS მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ახალი ამბები [5]
გამოგონება [3]
გასართობი [4]
დღის ფოტო [7]
ვიდეოები [8]
კრიატივი [1]
ლაშქრობები [0]
რეკლამები [2]
რეკორდები [1]
საქართველო [8]
საკითხავი [27]
სამხედრო [7]
სასარგებლო [32]
სურათები [27]
უკატეგორიო [9]
ნაცნობი [8]
გაკვეთილები - LESSONS [10]
ფილმები ონლაინში [0]

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რას ფიქრობთ საიტზე?
სულ პასუხი: 89

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2010 » მარტი » 25 » ნაწყვეტები საიდუმლო წიგნიდან
3:27 PM
ნაწყვეტები საიდუმლო წიგნიდან

აქ არის 30 "რჩევა” და ვისაც უნდა ცრურწმენა დაარქვას და ვისაც უნდა გაითვალისწინოს :)

1. ოჯახის წევრის გარდაცვალების დროს სარკეებს ნაჭერი უნდა ჩამოაფაროთ. დასაფლავებიდან 40 დღის შემდეგ საჭიროა ბინის მთლიანად გაწმენდა, რადგან სასაფლაოდან მობრუნებულმა, შესაძლოა ბოროტება მოიტანო შინ, რაც გათხრილი საფლავიდანაა "შეწოვილი”, მაშინ როცა ღიაა იმქვეყნიური კარი…
2. თივის ან ბუმბულის ბალიშზე ტირილი არ შეიძლება. ის ყოველთვის დაგროვილ ცუდ ენერგიას გაგიზიარებს. ცრემლები ცხვირსახოცით შეიმშრალე, სწრაფად გარეცხე ან გადააგდე, ან დაწვი, მაგრამ დაწვისასა ალს არ უყურო, უარყოფითი ენერგია ისევ შენსკენ წამოვა….
3. ჯვრისწერის დღეს ნეფემ პატარძალი და განსაკუთრებით კი, მისი კაბა ეკლესიაში მისვლამდე არ უნდა ნახოს… ქორწილში პატარძლის მიერ ნებისმიერი შავი ტანსაცმლის ჩაცმა უბედურების მომტანია… (ასევე ფეხსაცმელი, ჩანთა თუ სხვა აქსესუარი შავი არ უნდა იყოს); ქორწინება რომ კრახით არ დამთავრდეს, პატარძალს სხვისი საქორწინო კაბა არ უნდა ეცვას…
4. გვიმრა შთანთქავს ადამიანისათვის მავნე ენერგიას. კარგი იქნება თუ სახლში კაქტუსს იქონიებთ, რადგან სიავეს მისი ნემსების ეშინია. სასურველია კაქტუსი, როგორც დადებითი ენერგიის რეზერვუარი, ბავშვის საწოლთან ახლოს დადგა. მას შეუძლია უარყოფითი ენერგია დადებითად აქციოს…
5. თუ მაღაზიაში ქოთნის ყვავილს იყიდი, მიწა აუცილებად გამოუცვალე….
6. სახლში კარგია მუხის, აყის ან ვერხვის ხის ტოტების დადება, ისინი ნეგატიურ ენერგიას შეიწოვენ…
7. თუ სახლიდან უარყოფითი ენერგიის გატანა გსურთ, ღამით ოთახში დადგი ჭიქით წყალი, დილას კი ზღურბლს იქით გაიტანე და ისე გადაღვარე, რომ მიწაზე დაესხას და მალე გაშრეს…
8. მაგიდის გაშლისას, თუ აღმოჩნდა რომ თეფშების კენტი რაოდენობა დევს, კიდევ ერთი დაამატე, რომ ლუწი გახდეს და მაგიდაზე მშვიდი გარემო სუფევდეს…
9. თუ მარილი დაგეპნა, სამჯერ გადაყარე ზურგსუკან ან წყალი დაასხი, რათა მოსალოდნელი უბედურება (ჩხუბი) აიცილო თავიდან…
10. გზაზე შავი კატა თუ გადაგირბენს, კენჭი აიღე გადაისროლედა ისე გაიარე…
11. ახალშობილს, ახლადდაბადებულ ბარტყს სხეულის რომელ ადგილზეც გადაუსმევ მთელი ცხოვრება ბეწვი არ ამოუვა…
12. ცაში ვარსკვლავებს ნუ დათვლი, მეჭეჭები გაგიჩნდება…
13. ვისთან ჩხუბიც არ გინდა, საპონს ხელიდან ხელში ნუ მიაწვდი… და ხელს ერთიდაიგივე პირსახოცზე ნუ გაიმშრალებთ…
14. ლარნაკში დამჭკნარი ყვავილები და დამდგარი წყალი დიდხანს არ უნდა გააჩერო, ორივე სიკვდილის ენერგიას იხმობს…
15. მწერების კოლექცია, ნატურალური ქურქი და ჰერბარიუბი სიკვდილის ენერგიას ინახავს და არასასურველ ნივთებს წარმოადგენენ, განსაკუთრებით საძინებელ ოთახში…
16. უარყოფით ენერგიას ატარებს გარდაცვლილთა ფოტოები. ისინი გარკვეული დროის შემდეგ კედლებიდან უნდა ჩამოხსნან…
17. ქორწილის ან საზეიმო სუფრის შემდეგაც საჭიროა ბინის გაწმენდა. ამ დროსაც შეუძლია ბოროტ ხალხს ცუდი რამის ჩადენა.
18. სასაფლაოზე ყოფნისას რამის აღება და წამოღება არ შეიძლება, უბედურების მომტანია ნებისმიერი ნივთი, კენჭიც კი…
19. ადამიანს, ვისაც თქვენთვის ცუდი სურს, შეუძლიათ ხალიჩაზე უარყოფითი ენერგიით გაჟღენთილი ნემსი ჩაარჭონ…
20. არასოდეს მიიტანო სახლში ქუჩაში ნაპოვნი ნივთი, რადგან სხვისი ნივთი ყოფილი პატრონის ენერგიას ატარებს და თუკი ეს ენერგია ნეგატიურია, შენს სახლში კიდევ ერთი უარყოფითი ზონა გაჩნდება…
21. არასოდეს მოაგროვო და შეინახო დიდხანს ძველი ტანსაცმელი, ის წარსულში გაბრუნებს. ნუ ისარგებლებ ნივთით 1 წელზე მეტ ხანს. სახლში მხოლოდ ის ნივთები უნდა იყოს, რომლებიც აუცილებლად გჭირდება. ამით არასასიამოვნო ზონების არსებობას შეამცირებ…
22. თუ მიხვდი, რომ რაიმე ნივთი მოჯადოებულია, მაგალითად ბოქლომი, დაამტვრიე და გამდინარე წყალში ან მდინარეში ხელუკუღმა გადააგდე…
23. ოქროსფერ თევზებიანი აკვარიუმს სახლში ჰარმონია მოაქვს და სიმდიდრის თილისმად მოიაზრება…
24. გალიაში გამომწყდეული ალისფერი ან ცისფერი შეფერილობის ჩიტს სიყვარულსა და ფინანსებში წარმატება მოაქვს..
25. სახლში კარგია შავი კატის ან ძაღლის ყოლა, ამ ფერის ცხოველს სახლის ენერგეტიკის დაცვა და შენარჩუნება უკეთ შეუძლია…
26. თუ გსურს მთელი წელი ჯანმრთელი იყო, ყოველ პირველ სეზონზე პირველი წვიმის წყალი შეაგროვე, ჩაასხი აბაზანის წყალში და იბანავე…
27. ბოროტი ენერგიის _ შურისგან, სტუმრებისაგან წამოსული, თავის დასაზღვევად ფარდაზე სამი ცალი ინგლისური ქინძისთავი, ანუ ე.წ. "ბულავკა” დააბნიე….
28. ეცადე კარადის კარებები მუდამ დაკეტილი იყოს, რათა იქიდან ბარაქა არ გავიდეს…
29. გასაღებები ვერცხლისფერ ჯაჭვზე აასხი. არასოდეს დადო მაგიდაზე და ჩაიტოვო ტანსაცმლის ჯიბეში…
30. სარკე თუ გაგიყდა, მოატარე წითელი სანთლის ალზე მისი ნატეხები და მიწაში ჩამარხე. ამით შესაძლო ცუდ ამბავს თავიდან აიცილებ…

კატეგორია: სასარგებლო | ნანახია: 777 | დაამატა: OnlyMe | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


Copyright MyCorp © 2024 Make a free website with uCoz