Мой сайт პარასკევი
2018-04-20
9:25 AM
მოგესალმები Guest | RSS მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ახალი ამბები [5]
გამოგონება [3]
გასართობი [4]
დღის ფოტო [7]
ვიდეოები [8]
კრიატივი [1]
ლაშქრობები [0]
რეკლამები [2]
რეკორდები [1]
საქართველო [8]
საკითხავი [27]
სამხედრო [7]
სასარგებლო [32]
სურათები [27]
უკატეგორიო [9]
ნაცნობი [8]
გაკვეთილები - LESSONS [10]
ფილმები ონლაინში [0]

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რას ფიქრობთ საიტზე?
სულ პასუხი: 89

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2010 » მარტი » 30 » ბანა
10:30 PM
ბანა
ბანა, საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრი ისტორიულ ტაოს ტერიტორიაზე, ჭოროხის ხეობაში, მდ. ბანის მარჯვენა ნაპირას. ამჟამად თურქეთის საზღვრებშია „ფანაკის" სახელწოდებით.
ფანაკის ჭეშმარიტ ქართულ სახელად უფრო ბანა ჩანს. „ქართლის ცხოვრებაში" ყველგან ბანა გვაქვს „…მოერთვის ჭოროხს მდინარე ბანა-ფანასკერტისა, გამომდინარე ყალნუ მთისა და მომდინარე აღმოსავლეთიდამ დასავლეთად. …ამ წყალზედ, მთაში არს ბანა, აწ უწოდებენ ფანაქს". ამ პუნქტის სახელი უფო ძველად მარტივად ბანა კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ ბანაკი (შდრ. აგარაკი → აგარა, მუშაკი → მუშა).

VII საუკუნის შუა წლებში აქ ააშენეს დიდი ტაძარი. ადარნასე II-ის დროს (881-923) დაარსდა ბანის საეპისკოპოსო, ხოლო ტაძარი გადაკეთდა. XI საუკუნის ისტორიკოსი სუმბატ დავითის ძე გვამცნობს, რომ ტაძარი აუგია დავით I კურაპალატის ძეს — ადარნესე II-ს, კვირიკე ბანელის ხელით, რომელიც ბანას პირველი ეპისკოპოსი გამხდარა. გარდაცვალების შემდეგ იქვე დაუკრძალავთ. ბანა ქართველ მეფეთა საზაფხულო სამყოფი და აგრეთვე მეფეთა განსასვენებელიც იყო. X-XI საუკუნეებში ბანში მოღვაწე ზაქარია ბანელის თაოსნობით ბევრი ძვირფასი ხელნაწერი შეიქმნა.ბანის ტაძარი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლია. დიდი ზომის მაღალ ტეტრაკონქს გარს ეკვრის თითქმის 40 მ დიამეტრის მრავალწახნაგა გარსშემოსავლელი. შუაში აღმართულია ცილინდრული გუმბათის ყელი. ტეტრაკონქის მკლავებს შორის განლაგებულია გუმბათქვეშა ბურჯები — პილონები, სადაც სამ იარუსად მოწყობილი სადგომებია (პატრონიკენი), ხოლო ოთხივე აფსიდის ქვემოთა ნაწილი, ჩვეულებრივი მთლიანი კედლის ნაცვლად, გამჭოლი თაღედით გარსშემოსავლელისაკენ იხსნება. შენობის მთელი სიმაღლე 30 მ აღემატება. ტაძრის ხუროთმოძღვრული დეტალები და მორთულობა ტექნიკური ოსტატობითა და მაღალმხატვრულობით გამოირჩევა. აფსიდებისა და პატრონიკეთა მალებში მოთავსებული მრგვალი სვეტები შემკულია ვოლუტებიანი სვეტისთავებით, ფასადის მთელ პერიმეტს მისდევს დეკორატიული თაღედი, თაღებს ზემოთ კი მცენარეული ჩუქურთმებია.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ბანელი ეპისკოპოსის ძალაუფლება ვრცელდებოდა ფანასკერტზე, ტაოზე, ოლთისზე და მათ მომიჯნავე ტერიტორიებზე.
ბანას დიდ ისტორიულ მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ აქ დაიწერა ჯვარი საქართველოს მეფე ბაგრატ IV-მ (1027-1072წწ.) ბიზანტიის იმპერატორის რომან არგირის დაზე — ელენეზე. აქვე, XV საუკუნეში დაკრძალეს საქართველოს მეფე ვახტანგი და მისი მეუღლე სიტი-ხათუნი.
ოსმალეთის იმპერიის დროს ბანას ტაძარი ციხე-სიმაგრედ გადაუქცევიათ და 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში ძლიერ დაზიანებულა. ბანაზე ვრცელი ისტორიული ცნობები მოცემული აქვს ექვთიმე თაყაიშვილს. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ბანა მოინახულა ცნობილმა გერმანელმა მოგზაურმა, სპეციალობით ბოტანიკოსმა კარლ კოხმა. „ეს უეჭველად ყველაზე მშვენიერი და დიდებული რამაა, რაც კი მსგავსი რამ მინახავს ოდესმე მთელს აღმოსავლეთში, თუ რა თქმა უნდა კონსტანტინეპოლს არ ჩავთვლით…" ბანა ოლთისიდან 33, ხოლო არტაანიდან 79 ვერსის მანძილზეა. 1889 წელს ფანაკში ნაჩვენებია 43 კომლი, ხოლო „დავთრის" დროის ფანაკში 36 კომლია (აქედან ორი კომლი მუსლიმია). ამ პერიოდში ფანაკს შეწერილი ქონია გადასახადი 30 000 ახჩის ოდენობით.


კატეგორია: საკითხავი | ნანახია: 664 | დაამატა: OnlyMe | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


Copyright MyCorp © 2018 Make a free website with uCoz