Мой сайт ხუთშაბათი
2017-12-14
3:36 AM
მოგესალმები Guest | RSS მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ახალი ამბები [5]
გამოგონება [3]
გასართობი [4]
დღის ფოტო [7]
ვიდეოები [8]
კრიატივი [1]
ლაშქრობები [0]
რეკლამები [2]
რეკორდები [1]
საქართველო [8]
საკითხავი [27]
სამხედრო [7]
სასარგებლო [32]
სურათები [27]
უკატეგორიო [9]
ნაცნობი [8]
გაკვეთილები - LESSONS [10]
ფილმები ონლაინში [0]

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რას ფიქრობთ საიტზე?
სულ პასუხი: 89

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2010 » მარტი » 18 » ქაქუცა ჩოლოყაშცილი
9:13 PM
ქაქუცა ჩოლოყაშცილი
პარიზის მახლობლად, ლევილის სასაფლაოზე განისვენებდა ნეშტი დიდი ქართველისა, რომლის საფლავს ქართულ და ფრანგულ ენებზე აწერია: „ქაქუცა ჩოლოყაშვილი – ეროვნული გმირი". ეს ის კაცია, ვინც სისხლით იცავდა საქართველოს თავისუფლებას 1921-1924 წლებში. მისი უშუალო წინაპარი გახლავთ ბიძინა ჩოლოყაშვილი, XVII საუკუნის ეროვნული გმირი, ასევე საქართველოს თავისუფლებისათვის შეუდრეკელი მებრძოლი.

ქაქუცა, იგივე ქაიხოსრო, ჩოლოყაშვილი დაიბადა 1888 წელს კახეთში, სოფელ მატანში. დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია. ოცდაერთი წლისა რუსეთის არმიაში გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასავლელად, ხოლო 1914 წელს – უკვე საომრად. ავსტრიის ფრონტზე დაიჭრა, რის შემდეგაც კავკასიაში დააბრუნეს და ასეულის უფროსად დანიშნეს. ამ დროს ოსმალეთმა იერიში დაიწყო სარაყამიშზე. ამ ბრძოლებში ქაქუცა ორჯერ დაიჭრა. სარაყამიშის დაცვისათვის იგი ოქროს მედლით დააჯილდოვეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილმა საქართველოს ჯარში დაიწყო სამსახური და მონაწილეობდა ყველა ბრძოლაში, რომლის გადახდაც ჩვენს ქვეყანას იმ პერიოდში მოუწია.

1921 წელს საქართველოს ეროვნული უბედურება დაატყდა თავს – იგი რუსეთის წითელმა არმიამ დაიპყრო. მთავრობა უცხოეთში გადაიხვეწა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი სამშობლოში დარჩა და გადაწყვიტა, იარაღით ებრძოლა ქვეყნის განთავისუფლებისათვის. მოსალოდნელ ბრძოლებზე თბილისში მოელაპარაკა ილია ჭავჭავაძის დისშვილს კოტე აფხაზს. შემდეგ კახეთში წავიდა და პირველი მებრძოლების ჯგუფი შეადგინა, რომლის წევრებსაც „საქართველოს შეფიცულები" ერქვათ. ასეთივე ჯგუფების შესადგენად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სანდო პირები დაგზავნა.

ამ დროს საქართველოში ტერორი მძვინვარებდა. საეჭვო პირებს იჭერდნენ, განსაკუთრებით სამხედროებს. ქაქუცა ჩოლოყაშვილი დასაჭერთა სიაში პირველი ეწერა. იგი იძულებული გახდა, თავის შეფიცულებთან ერთად 1922 წლის 12 მარტს ტყეში გასულიყო.

1922 წლის ივნისში ჩოლოყაშვილი პირველად შეება წითელ ჯარს, რამაც დასაბამი მისცა საქართველოს მრავალწლიან ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის.

1922 წელს აჯანყება დაიწყო ხევსურეთში. წითელმა არმიამ ხევსურეთი გადაწვა, მაგრამ ჩოლოყაშვილისა და მისი რაზმის მოხელთება ვერ შეძლო. ამის შემდეგ ქაქუცა დროებით ჩეჩნეთში გადავიდა, რათა ჩრდილო კავკასიელებთან გაება კავშირები.

ქაქუცა ჩოლოყაშვილთან მეგობრობდა ვაჟა-ფშაველას ვაჟი ლევანი. თავის დროზე, ისინი ერთად სწავლობდნენ თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში და დიდი მეგობრები იყვნენ. ლევანი ძლიერ თანაუგრძნობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის მიერ წამოწყებულ ეროვნულ ბრძოლას და ამ თავგანწირულ მცდელობას რითიც შეეძლო ეხმარებოდა. ამის გამო ლევანი დაიჭირეს და დახვრეტა მიუსაჯეს. მაშინ პავლე ინგოროყვას თაოსნობით ქართველ მწერალთა ჯგუფი (შალვა დადიანი ალექსანდრე აბაშელი) სერგო ორჯონიკიძეს ეახლა და უთხრა, ლევანი ვაჟა-ფშაველას შვილია და დაინდეო. ორჯონიკიძემ მწერლებს უპასუხა: ვაჟა-ფშაველა რომ ცოცხალი იყოს, პირველად მას დავხვრეტდიო.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი ჩეჩნეთიდან 1922 წლის ოქტომბერში დაბრუნდა. მას ისევ დაუწყეს დევნა. ერთ-ერთი შეტაკების დროს დაეღუპა ძმა, დაუპატიმრეს ოჯახი, მათ შორის, მცირეწლოვანი შვილები.

1924 წელს ჩოლოყაშვილი მანგლისის მიდამოებში დაბანაკდა. ამავე წლის 24 აგვისტოს თბილისიდან მის ბანაკში გადავიდნენ „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი" და გენერალი ჭავჭავაძე. 28 აგვისტოს ქაქუცამ აჯანყების დროშა ჩაიბარა. 1924 წლის 29 აგვისტოს დაიწყო აჯანყება საქართველოს თავისუფლებისათვის, მაგრამ აჯანყება დამარცხდა, ქაქუცა ჩაოლოყაშვილი და მისი მებრძოლები იძულებულნი გახნენ, სამშობლო დაეტოვებინათ.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი 1930 წლის 27 ივლისს გარდაიცვალა. იგი ჯერ სენტ უანის სასაფლაოზე დაკრძალეს, შემდეგ კი ლევილის ქართველთა საძმო სასაფლაოზე გადაასვენეს.

ალექსანდრე სულხანიშვილის თქმით, ქაქუცას ოსტაუს სანატორიუმში, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი დღეები დაჰყო, სავარძლის თავსაყუდზე ჯვარი, ორი თუ სამი წმინდანის ხატი და ტყავში გამოკერილი ქართული მიწა ეწყო.

გარდაცვალებიდან 75 წლის შემდეგ ასრულდა ქაქუცას ოცნება. 2005 წლის 21 ნოემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მიწამ მიიბარა.
კატეგორია: საკითხავი | ნანახია: 345 | დაამატა: guka333 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


Copyright MyCorp © 2017 Make a free website with uCoz