სამეცნიერო ექსპერიმენტები, ნებისმიერი სფეროსთვის უმნიშნვნელოვანესია.
რა თქმა უნდა მაშინ, თუ ამ კვლევას აქვს მიზანი და შედეგის მომტანია
1962 წლის აგვისტოს ოკლაჰომა სიტის ზოოპარკის "ლინკოლნ პარკის”
დირექტორმა, უორენ ტომასმა, უზარმაზარ სპილოს სანადირო თოფიდან
ჰალუცინოგენი "LSD”- თი გაჟღენთილი ტყვია ესროლა., რომელიც ცხოველის სისხლს
წამიერად შეერია. აღსანიშნავია, რომ სპილოს სისხლში მოხვედრილი ნივთიერება
3 ათასჯერ აღემატებოდა დოზას, რომლის მიღებაც ადამიანისთვის დასაშვებია.
ჰოდა, შედეგმა დიდხანს არ დააყოვნა და გადარეულმა და გავეშებულმა ვოლიერში
სირბილი დაიწყო, რამდენიმე წუთში კი უსულოდ დაენარცხა მიწას. უორენ ტომასი
და მისი კოლეგები ირწმუნებოდნენ, რომ მათი თვითმიზანს ცხოველის მოკვლა არ
წარმოადგენდა. მათ თურმე სურდათ გაეგოთ, სპილოებში დაფიქსირებული უცნაური
სინდრომი, უკიდურესი აგრესიულობა ხომ არ იყო პრეპარატ "LSD”-ს მიღებით
გამოწვეული. საიდან მოიპოვებდნენ ჰალუცინოგენს სპილოები, თუ მას თავად
ზოოპარკის თანამშრომლები არ გაუკეთებდნენ, ვაი მეცნიერები ამაზე არც
დაფიქრებულან. დასკვნაში კი ჩაწერეს: "დიახ, სპილოების მიერ გამოვლენილი
უცნაური სინდრომი სწორედ "LSD”-ს ბრალია.
ერთ-ერთი ყველაზე კოშმარული ექსპერიმენტის ავტორად რუსი ქირურგი,
ვლადიმირ დემიხოვი სახელდება, რომელმაც 1954 საზოგადებას ლაბორატორიულ
პირობებში გამოყვანილი ორთავიანი ძაღლი წარუდგინა: პატარა "ცერბერის” თავი
და წინა თათები მოზრდილი ნაგაზის კისერზე იყო გადატანილი. ჟურნალისტები,
რომლებმაც მეცნიერის ეს საზიზღარი ქმნილება იხილეს, ყვებოდნნ, რომ ძაღლის
კისრიდან რძე წვეთავდა, ზოგჯერ კი თავები ერთმანეთს უყეფდნენ. ნაგაზი
ლეკვისგან გათავისუფლებას ცდილობდა, ეს უკანასკნელი კი პასუხად მწარედ
იკბინებოდა. ჰიბრიდმა 6 დღე იცოცხლა, მომდევნო 15 წლის განმავლობაში კი
დემიხოვი და მისი კოლეგები ექსპერიმენტის გამეორებაზე მუხლჩაუხრელად
მუშაობდნენ და მხოლოდ ის შეძლეს, რომ ორთავიანი ძაღლი, მაქსიმუმ 1 თვე
აცოცხლეს. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ ეს
ექსპერიმენტი სერიოზულად არავინ აღიქვა და მხოლოდ სარეკლამო ტრიუკად
შეაფასა, თუმცა სწორედ ვლადიმირ დემიხოვი სახელდება გულის გადანერგვის
ოპერაციებისთვის საფუძველის მომმზადებლად.
|