Мой сайт სამშაბათი
2024-04-16
9:50 AM
მოგესალმები Guest | RSS მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ახალი ამბები [5]
გამოგონება [3]
გასართობი [4]
დღის ფოტო [7]
ვიდეოები [8]
კრიატივი [1]
ლაშქრობები [0]
რეკლამები [2]
რეკორდები [1]
საქართველო [8]
საკითხავი [27]
სამხედრო [7]
სასარგებლო [32]
სურათები [27]
უკატეგორიო [9]
ნაცნობი [8]
გაკვეთილები - LESSONS [10]
ფილმები ონლაინში [0]

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რას ფიქრობთ საიტზე?
სულ პასუხი: 89

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2010 » მარტი » 22 » 10 ანდერძი
1:25 PM
10 ანდერძი

მე-10 ადგილი:
მძიმე მწეველმა, სამუელ ბრატმა, თავისი უკანასკნელი სურვილი შურისძიებად აქცია. იმის გამო, რომ ცხოვრებაში თავისი ცოლი სიგარეტის მოწევის უფლებას არ აძლევდა, ანდერძში მან ცოლს დაუტოვა 330000 ფუნტი, მხოლოდ ერთი პირობით: დანატოვარის მიღებისათვის ქვრივი ვალდებული იყო დღეში 5 ღერი სიგარეტი მოეწია.

მე-9 ადგილი:
მილიონერმა ლეონა ჰამსლმა სახელი იმით გაითქვა, რომ თავის შვილიშვილებს 5 მილიონი დაუტოვა, თავის ძაღლს კი - 10. სიკვდილის შემდეგ, ძაღლი დამარხული უნდა ყოფილიყო თავის პატრონის გვერდზე, საუცხოო მავზოლეუმში, რომელიც თითქმის 1.5 მილიონი დოლარი ღირს.

მე-8 ადგილი:
ყველაზე საიდუმლო ანდერძი დატოვა მილიარდერმა, მიშელ როტშილდმა. მასში ძირითადად ლაპარაკია: «…კატეგორიულად და ცხადად ვკრძალავ ჩემი მემკვიდრეობის აღწერას, ნებისმიერ სასამართლო ჩარევასა და ქონების გახმაურებას…» ასე რომ, ქონების რეალური ზომები დღემდე უცნობია.

მე-7 ადგილი:
საკმაოდ დიდი ანდერძი შეადგინა აშშ-ს მამა-დამფუძნებელმა, ტომას ჯეფერსონმა. ქონებასთან დაკავშირებული მითითებები მიმობნეული იყო ამერიკის ისტორიის შესახებ მსჯელობაში. ანდერძის თანახმად, ჯეფერსონის მემკვიდრეები დანატოვარის წილს მიიღებდნენ მხოლოდ იმ პირობით თუ ისინი თავის მონებს გაათავისუფლებდნენ.

მე-6 ადგილი:
ჰენრი ფორდის ანდერძის მიხედვით 500 მილიონი დოლარი უნდა განაწილებულიყო 4157 სასწავლო და საქველმოქმედო დაწესებულებებს შორის. ეს არის ერთი კაცის მიერ დატოვებული ყველაზე დიდი რაოდენობის ნაღდი ფული.

მე-5 ადგილი:
გასაგებად ყველაზე რთული ანდერძი შეადგინა ცნობილმა ფიზიკოსმა, ნილს ბორმა. ანდერძში იყო იმდენი სპეციალური ტერმინი და რთული ფრაზეოლოგიური გამოთქმა, რომ მისი გაშიფრვისთვის იძულებულები გახდნენ გამოეძახათ ექსპერტ-ლინგვისები.

მე-4 ადგილი:
ჯინ რედენბერმა, "Star Trek"-ის შემქმნელმა, ისურვა, რომ სიკვდილის შემდეგ მოეხდინათ მისი სხეულის კრემაცია და გაეფანტათ კოსმოსში. 1997 წელს ესპანურმა თანამგზავრმა მიცვალებულის ფრეფლი ორბიტაზე გაიტანა და გაფანტა ატმოსფეროს ზედა ფენებში.

მე-3 ადგილი:
გაურკვეველია თუ ვინ მოკლა პუერტორიკოელი, ანჟელ პანტოია. მისი ძმის, კარლოცის, სიტყვებით ანჟელს უნდოდა ბედნიერი ყოფილიყო და თავის სახლში მყარად მდგარიყო ფეხზე, რაც შესრულებული იქნა მისი ნათესავების მიერ - ანჟელი დააბალზამირეს ვერტიკალურ მდგომარეობაში და ახლა ის დედამისის სახლში იმყოფება.

მე-2 ადგილი:
ერთი 1930 წელს გარდაცვლილი ქალთმოძულე ადვოკატის ბოლო სურვილი ბიბლიოთეკის შენება იყო, სადაც ყველა ნაწარმოები კაცის დაწერილი იქნებოდა და პერსონალიც მხოლოდ კაცებისგან შედგებოდა. ამისთვის მან 35 000 დოლარი დატოვა. მისმა ქალიშვილმა მემკვიდრეობით 5 დოლარი მიიღო.

1-ლი ადგილი:
1841 წელს ჰენრიხ ჰაინემ ცოლად მოიყვანა ეუგენი მირატი, გაუნათლებელი, უხეში, ახლოს მდებარე ფეხსაცმლის მაღაზიის გამყიდველი. ანდერძის მიხედვით, ჰაინეს ცოლი მთელ ქონებას მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ ის მისი სიკვდილის შემდეგ გათხოვდებოდა. ჰაინეს თქმით, ასეთ შემთხვევაში ის დარწმუნებული იქნებოდა, რომ მისი სიკვდილი ერთ ადამიანს მაინც ეწყინებოდა.

კატეგორია: საკითხავი | ნანახია: 834 | დაამატა: OnlyMe | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


Copyright MyCorp © 2024 Make a free website with uCoz