Мой сайт პარასკევი
2024-04-19
10:59 PM
მოგესალმები Guest | RSS მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ახალი ამბები [5]
გამოგონება [3]
გასართობი [4]
დღის ფოტო [7]
ვიდეოები [8]
კრიატივი [1]
ლაშქრობები [0]
რეკლამები [2]
რეკორდები [1]
საქართველო [8]
საკითხავი [27]
სამხედრო [7]
სასარგებლო [32]
სურათები [27]
უკატეგორიო [9]
ნაცნობი [8]
გაკვეთილები - LESSONS [10]
ფილმები ონლაინში [0]

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რას ფიქრობთ საიტზე?
სულ პასუხი: 89

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2010 » მარტი » 18 » რა გველის 2012–ში?
9:17 PM
რა გველის 2012–ში?
ბევრი ითქვა, დაიწერა და გადაიღო. ის 2012 წელს მოუახლოვდება დედამიწას. მასზე საუბრობდნენ მაიას ტომები, შუმერები, ეგვიპტელები, ნოსტრადამუსი და ვინ იცის ვინ აღარ. მაგამ ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ ეს პლანეტა, იმის ნაცვლად რომ დაგვეჯახოს და გაგვანადგუროს, უბრალოდ ახლოს რომ „მოფრინდეს” და მისმა მცხოვრებლებმა ჩვენთან კონტაქტი დაამყარონ. აი, რა შეიძლება მოხდეს ასეთ შემთხვევაში:
პირველი: ქართველი საერთასორისო ექსპერტები სტატუსს შეიცვლიან და საპლანეტთაშორისო პოლიტიკის ექსპერტები გახდებიან.
მეორე: საქართველოს პარლამენტში ევროინტეგრაციისა და ევროპასთან ურთიუერთობის კომიტეტის მსგავსად გაჩნდება ნიბურუელებთან ინტეგრაციის კომიტეტი.

მესამე: სომეხი მეცნიერები დაიცავენ დისერტაციას და დაასკვნიან, რომ ნუბურუს მმართველს სომხური ფესვები აქვს.

მეოთხე: ამას ერთი დღით ადრე ქართველები გააკეთებენ. ნუ, მეგრელები სწრაფები არიან, და შეიძლება მათი იმედი გვქონდეს და დავასწოთ სომხებს.

მეხუთე: ოპოზიცია ნიბურუელების ამბავზეც იტყვის, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია და აქციებიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ნიბურუს ახლადგახსნილ საელჩოსთან მოეწყობა.

მეექვსე: თუ ნიბურუსთან ურთიერთობა გართულდა, ხელისუფლება ოპოზიციას რუსეთის აგენტების ნაცვლად, ნიბურუს აგენტებს უწოდებს.

მეშვიდე: ნიბურუს რომელიმე კომპოზიტორს ან ნაკლებად ცნობილ მწერალს, რომელიც სხვებს დაასწრებს და ,,ვეფხისტყაისანს” თარგმნის ნიბურუულ ენაზე, თბილისის მუნიციპალიტეტი საპატიო თბილისელის წოდებას მიანიჭებს.

მერვე: რომელიმე ნიბურუელს აუცილებლად დააჯლდოვებენ მესამე ან მეოთხე ხარისხის ღირსების ორდენით.

მეცხრე: საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, სომხურენოვან მოამბესა და აფხაზურენოვან მოამბეებს შორის ჩასვამენ ნიბურუულენოვან მოამბესაც.

მეათე: ჩინური მაღაზიების გვერდით ნუბურუულიც გაიხსნება.

მეთერთმეტე: საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ნიბურუს ეროვნულ ნაკრებთანაც აუცილებლად წააგებს, თუმცა შეიძლება მათ ჯერ არც იციან ასეთი სპორტის არსებობის შესახებ, მაგრამ იქამდე იმდენს კი ისწავლიან ჩვენებს რო მოუგონ.

მეთორმეტე: მას შემდეგ რაც ჩვენი სახელმწიფო აქტიურ ურთიორთობას დაამყარებს ნიბურუსთან საქართველოს მოქალაქეები ინტენსიურად დაიწყებენ ნიბურუზე ლტოლვილად ჩაბარებას.

მეცაეტე: ამ მოვლენის შემდეგ ნიბურუელები მიხვდებიან რისთვის არის საჭირო მაღაზიაში სათვალთვალო კამერები.

მეთოთხმეტე: ქართველი ბიზნესმენებისათვის მომგებიანი ბიზნესი გახდება ნიბურუზე სათვალთვალო კამერების ექსპორტი და კაი ფულსაც იშოვნიან ამით.

მეთხუთმეტე: ნიბურუელები თურქების მიერ აშენებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ადგილას ააშენებენ თბილისის პირველ კოსმოსურ სადგურს.

მეთექვსემეტე: ქართველებთან ურთიერთობის შემდეგ ისინი შეითვისებენ ძირძველ ქართულ ტრადიციებს, მაგალითად: სიგარეტის დატოვებას.

და ბოლოს მეჩვიდმეტე: ქართველთა და ნიბურუელთა ორასწლიანი მეგობრობის აღსანიშნავად პრეზიდენტი ნათელაშვილი მტკვრის სანაპიროს რომელიმე მონაკვეთს, აუცილებლად, დაარქმევს აწ გარდაცვლილი ნიბურუელი მმართველის სახელს.

ამ ყველაფრის შემდეგ კი ის დროა ნიბურუული ენის კურსებზე ჩავეწერო, სანამ ეს ამბავი გახმაურებულა. ანუ, სანამ ამ ნაწერს ბლოგზე ავტვირთავდე.
კატეგორია: საკითხავი | ნანახია: 960 | დაამატა: guka333 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


Copyright MyCorp © 2024 Make a free website with uCoz