Мой сайт ოთხშაბათი
2024-04-24
11:59 PM
მოგესალმები Guest | RSS მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ახალი ამბები [5]
გამოგონება [3]
გასართობი [4]
დღის ფოტო [7]
ვიდეოები [8]
კრიატივი [1]
ლაშქრობები [0]
რეკლამები [2]
რეკორდები [1]
საქართველო [8]
საკითხავი [27]
სამხედრო [7]
სასარგებლო [32]
სურათები [27]
უკატეგორიო [9]
ნაცნობი [8]
გაკვეთილები - LESSONS [10]
ფილმები ონლაინში [0]

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რას ფიქრობთ საიტზე?
სულ პასუხი: 89

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2010 » მარტი » 27 » star wars
12:28 PM
star wars


    



1971 წელს კომპანიამ Universal Studios ლუკასს თანხმობა მისცა ფილმების ამერიკული გრაფიტი და ვარსკვლავური ომები გამოშვებაზე. 1973 წელს ლუკასმა დაასრულა მუშაობა კოსმიური საგის სცენარზე მუშაობა და დაიწყო მზადება გადაღებებისათვის. 1973 წლის დასაწყისში მან დაწერა სიუჟეტის მოკლე შინაარსი, სადაც მთავარი მოქმედი გმირი იყო ვინმე სი ჯეი თორპი, კოსმოსური "ჯედაი-ბენდუ". ეს ისტორია იმდენად რთული გამოდგა, რომ ლუკასმა დაწერა ახალი სიუჟეტი, "ვარსკვლავური ომები", რომელიც უფრო ჰგავდა აკირა კუროსავას დამალულ ციხე-სიმაგრეს. 1974 წლისათვის სცენარს დაემატა რასები (მაგალითად, სითჰები), სიკვდილის ვარსკვლავი (ცალკე არსებული პლანეტა) და ბიჭუნა სახელად ანიკინ სტარკილერი. მეორე ვარიანტში ლუკასმა შეცვალა მისი როლი და იგი იქცა ლუკ სტარკილერად, ხოლო ანიკინი, რომელიც მოგვიანებით ანაკინი გახდა, სხვა მიზნებისათვის გადადეს. ლუკი ცხოვრობდა ფერმაზე, მისი მამა კი ჯედაის რაინდი იყო. "ძალა" კი ნაჩვენები იყო, როგორც ზებუნებრივი თვისება. შემდეგ ვარიანტში მამას შეცვალა ბენ კენობი, ხოლო 1976 წელს, უკანასკნელი ვარიანტის დასრულებისას ლუკასმა დაიწყო გადაღებაზე ზრუნვა. ფილმის თავდაპირველი სახელწოდება იყო "ლუკ სტარკილერის მოგზაურობა, უილსების ჟურნალიდან აღებული, საგა I: ვარსკვლავური ომები". თუმცა, ლუკის გვარი მოგვიანებით "სკაიუოკერი" გახდა, სახელწოდება კი შემოკლებული იქნა.

ამ ეტაპზე ლუკასი კვლავ ღელავდა სიუჟეტზე და შეცვალა იგი. სცენარის ბოლოს მან გაანადგურა "სიკვდილის ვარსკვლავი". შემდეგ ლუკასი შეხვდა მწერალ ალან დინ ფოსტერს და დააწერინა მას ორი წიგნი. მისი გეგმა ასეთი იყო - თუკი წიგნი წარმატებული იქნება, ფილმსაც გადაიღებდნენ.

პირველი სერიის წარმატების შემდეგ ლუკასმა გადაწყვიტა მისი სერიალად გადაქცევა. ამასობაში ფოსტერმა უკვე დაიწყო მეორე წიგნის წერა, მაგრამ ლუკასმა მისი სიუჟეტი არ მოიწონა და დაიწყო დამოუკიდებელ სცენარზე ფიქრი. მოგვიანებით მას შეუერთდა მწერალი ლი ბრეკეტი, რომელმაც ლუკასთან ერთად დაიწყო მეორე ფილმის სცენარზე მუშაობა. შემდეგი სერიის სახელწოდება უკვე ნათელი და საბოლოო იყო - "იმპერიის საპასუხო დარტყმა". მიუხედავად იმისა, რომ სცენარის ამ ვარიანტში თითქმის ყველაფერი იგივეა, რაც ფილმში, განსხვავება ერთადერთი იყო - დართ ვეიდერი არ ეუბნებოდა ლუკს, რომ იგი მისი მამა არის.


1978 წლის დასაწყისში დასრულდა შემდეგი სერიის სცენარის პირველ ვარიანტზე მუშაობა. ლუკასი ამ ვერსიით უკმაყოფილო იყო, მაგრამ ბრეკეტთან თანამშრომლობა მოულოდნელად დასრულდა - ლი გარდაიცვალა. ლუკასი დაიღალა სცენარისტის ძიებით და თავად გადაწყვიტა სცენარის დასრულება და დაამატა მას ის, რაც აუცილებელი იყო - დართ ვეიდერი ეუბნებოდა ლუკს, რომ იგი მისი მამაა.

ამან, თავისთავად, დიდი გავლენა იქონია სერიალზე, მაგრამ ლუკასი კვლავ დაიკარგა საკუთარ სიუჟეტში. ახალი ფილმის ერთ-ერთი ვერსია ასეთი იყო: ანაკინ (ანიკინ) სკაიუოკერი არის ბენ კენობის მოწაფე, მისი შვილი არის ლუკი, მაგრამ სითჰების იმპერატორმა პალპატინმა იგი საკუთარ მხარეს მიიზიდა. ანაკინი ებრძვის ბენს და სასიკვდილოდ არის დაჭრილი, მაგრამ ბრუნდება, როგორც დართ ვეიდერი. ამასობაში კენობის დახმარებით ლუკი იმალება პლანეტა ტატუინზე, ხოლო რესპუბლიკა იქცევა იმპერიად და ვეიდერი დასდევს ჯედაის რაინდებს.

ამ დროისათვის ლუკასმა სცენარისტის სკამი გადასცა ლოურენს კასდანს, რომელმაც დაასრულა სტივენ სპილბერგის დაკარგული კიდობნის მაძიებელნი-ს სცენარის შექმნა. ასევე დამატებითი რეჟისორის სახით პროექტს დაემატა ირვინ კერშნერი. კასდანი, კერშნერი და პროდიუსერი გერი კურცი განიხილავდნენ მეორე (მეხუთე) ეპიზოდს უფრო სერიოზულ ფილმად, უფრო იდუმალებით მოცული სიუჟეტით. მათ ოდნავ სხვა მიმართულებით წაიყვანეს ფილმი.

მეექვსე ეპიზოდი, ჯედაის შურისძიების გამოშვება დაგეგმილი იყო 1981 წლისათვის, მაგრამ სიუჟეტი კვლავ იცვლებოდა. საბოლოოდ დართ ვეიდერმა შეიცვალა საკუთარი პოზიცია, დაივიწყა ბოროტება, თავად გაანადგურა მთავარი იმპერატორი, მაგრამ დაიღუპა. სახელწოდება ჯედაის შურისძიება კი ჯედაის დაბრუნება-მ შეცვალა, ხოლო სიტყვა შურისძიება მაინც იქნა გამოყენებული ტრილოგიის წინაისტორიაში - ეს იყო ეპიზოდი 3: სითჰების შურისძიება.






კატეგორია: გამოგონება | ნანახია: 890 | დაამატა: {gio} | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
0  
2 {gio}   (2010-03-27 12:30 PM) [Entry]
cool

0  
1 {gio}   (2010-03-27 12:30 PM) [Entry]
აუ ეს თამაში მაგრად მევასება

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


Copyright MyCorp © 2024 Make a free website with uCoz